• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა პრეზიდენტს ახსოვდეს, რომ ოდესღაც მონარქი იყო და რომ ლუი XVI-ის გილოტინაზე აყვანა სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის პირველი აქტია“ – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
15:43 09-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
„პრეზიდენტის ინსტიტუტს ფესვები მონარქიაში აქვს გადგმული (ამიტომ უარყვეს მაგალითად ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს ეს თანამდებობა), უფრო სწორად, პრეზიდენტის არის ის რაც მონარქისგან დარჩა. ამიტომ ამ ინსტიტუტის გასაგებად მონარქიის ლოგიკის გაგებაა საჭირო. ასეა იმპიჩმენტის შემთხვევაშიც.
თუ დავფიქრდებით პარლამენტის მონაწილეობა ამ პროცესში საერთოდაც არალოგიკურია. საქმე ეხება კანონდარღვევას, კანონდარღვევაზე ზღვევინება კი სასამართლოს საქმეა. რა შუაშია პარლამენტი? მაგალითად, აშშ-ში სასამართლო საერთოდ არ მონაწილეობს იმპიჩმენტის პროცედურაში, სენატი გარდაიქმნება სასამართლოდ და ის განსჯის. ამ დროს მის ხდომებს მართალია უძღვება უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ მისი ფუნქცია პროცედურების სწორად წარმართვაა და არა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლო კი დებს დასკვას, მაგრამ საბოლოო გადაწვეტილება პარლამენტზეა, რომელმაც დარღვევის მიუხედავად პრეზიდენტი შეიძლება არც გადააყენოს.
ამ არეულობაში „დამნაშავე“ ჟან-ჟაკ რუსოა. როგორც ვიცით, მან დააფუძნა ხალხის, როგორც სუვერენის იდეა, მონარქის სუვერენულობის იდეის საპირისპიროდ. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და საჭირო გახდა ამ იდეის რეალობაში განხორციელება (საფრანგეთის რევოლუციის დროს), ანუ მონარქიის რესპუბლიკით ჩანაცვლება, წარმოიშვა დილემა. დილემა კი ასეთი იყო: ვის აქვს უფლება იყოს მეფის მსაჯული?
ამაზე საპასუხოდ ლუი-ანტუან სენ-ჟიუსტი (დაუჯერებელია, რომ იგი ამ დროს მხოლოდ 22 წლის იყო) სწორედ რუსოზე დაყრდნობით ასაბუთებდა, რომ ახალი წესრიგის დაფუძნება (მეფის გასამართლება კი სწორედ დამფუძნებელი აქტია) მხოლოდ საერთო ნების საფუძველზე შეიძლება მოხდეს. საერთო ნება კი ვერ გაცხადდება მოხელე-მოსამართლის წინაშე, ამისთვის საჭიროა ორგანო, რომელსაც ამ ნების ასახვა შეუძლია. ასეთი კი, ცხადია, ხალხის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ორგანოა.
საინტერესო არის ისიც, რომ ამ თემაზე ეროვნულ ასამბლეაში გამართული დისკუსიების მთავარი აზრი, მაინცდამიანც მეფის მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების გამორკვევა არ ყოფილა. მსჯელობა ძირითადად იმაზე მიმდინარეობდა იყო თუ არა ის ხელშეუვალი.
საბოლოოდ, დღეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთი-ერთში არ ეთანადება მაშინდელ დროს, მაგრამ პრინციპი მსგავსია. ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენის გასამართლების უფლებამოსილება მხოლოდ მეორე სუვერენს აქვს, გარდაიქმნა ლოგიკად, რომ ერის სიმბოლოს (პრეზიდენტი კი სწორედ ასეთია) გადაყენების უფლებამოსილების მხოლოდ ამ ერის წარმომადგენლების აქვთ. მონარქის ხელშეუხებლობაზე დისკუსია გარდაიქმნა პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსიად. დღესაც პარლამენტი იმაზე კი არ მსჯელობს ჩაიდინა თუ არა პრეზიდენტმა დანაშაული (ეს საკონსტიტუციოს უკვე დადასტურებული აქვს), არამედ იმაზე პოლიტიკურად რამდენად სასარგებლო ამის გაკეთება.
ამდენად, ჩემი რჩევაა ყველა პრეზიდენტს ახსოვდეს, რომ ოდესღაც მონარქი იყო და რომ ლუი XVI-ის გილოტინაზე აყვანა სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის პირველი აქტია.“
თეგები: ვახუშტი მენაბდე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved