მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება, არ დაშალოს ასოცირებული ტრიო და სამივე ქვეყანა თანაბრად წასწიოს წინ ევროპის გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.
„რუმინეთში სრულად აცნობიერებენ, რომ საქართველოს როლი ევროკავშირისთვის ეკონომიკური მიმართულებით არის განმსაზღვრელი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გადის დერეფანი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. რაც შეეხება საკითხს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ტრიოს დამოკიდებულებას, ამაზე ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, დაირღვა ასოცირებული ტრიო, რომელიც უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შემადგენლობით ჯერ კიდევ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება, არ დაშალოს ტრიო და სამივე ქვეყანა თანაბრად წასწიოს წინ ევროპის გზაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კომენტარები