• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ბიზნესისთვის იქნება სათვალთვალო კამერების მონტაჟი სავალდებულო?

ალია ავტორი - ალია
12:09 09-26-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

მთავრობის დადგენილებით, ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სავაჭრო ობიექტები ვალდებულები ხდებიან მაღალი ხარისხის სათვალთვალო კამერები დაამონტაჟონ.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც შემდეგი სახის საქმიანობები ხორციელდება: საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა (სასტუმრო) და საკვებით და სასმელებით მომსახურება მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.

ვალდებულება ჩნდება მაშინ, როცა ამ ბიზნეს სუბიექტების დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა წინა წელს 500 ათას ლარს აღემატებოდა. თუმცა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება წლიური ბრუნვის მიუხედავად მოუწევთ აზარტული თამაშების მიმწოდებელ კომპანიებს, სიგარაბარებს, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებას, ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს, ასევე ავტოგასამართ სადგურებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და სხვა.

„რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ მაღალი ხარისხის კამერების დაყენება ბიზნესის ხარჯებს რადიკალურად ზრდის, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასზე აისახება, მით უმეტეს მაშინ როდესაც, ამის საჭიროება არ დგას, რადგან ვიდეომეთვალყურეობას ფაქტობრივად ყველა ეს ბიზნესი ახორციელებს, თუმცა არა კონკრეტულად ასეთი ხარისხის კამერებით.

„პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს, რეგულაცია ვიდეო კამერების განთავსებასთან და მონტაჟთან დაკავშირებით. მართალია საშეღავათო პერიოდი 7 თვე მოგვეცა, რადგან პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო და გადაიდო, რაც კარგია, მაგრამ ბევრი არარეალური რამ არის განსაზღვრული ამ დადგენილებით. ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკის დამონტაჟებას გვთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისედაც გვაქვს ვიდეოკამერები ყველგან განლაგებული და საკმაოდ კარგი ხარისხის და ხედვით, თუმცა კიდევ უფრო მაღალ ხარისხს მოითხოვენ, რაც კოლოსალურად ზრდის ჩვენ ხარჯებს.

გარდა ამისა, ძალიან რთულია შესასრულებლად, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც არ არის უწყვეტი და მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება, დადგენილებაში კი ნათქვამია, რომ შეფერხება თუ იქნება დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას და თან უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ობიექტზე უნდა იყოს დამატებითი ელექტროენერგიის წყაროც და უწყვეტი ინტერნეტიც, თბილისში და დიდ ქალაქებში შესაძლებელია ამის მიღწევა, მაგრამ მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივად შეუძლებელია. მივიწერეთ წერილი შესაბამის უწყებაში და ვცდილობთ, რომ შეღავათებზე მოვურიგდეთ მთავრობას. მილიონებზეა საუბარი, თუ როგორც გვეზრდება ბიზნესს ხარჯი და აღნიშნული ზრდის ჩვენს საოპერაციო ხარჯებს, რაც საბოლოოდ აისახება პროდუქციის ფასზე. კოლოსალურად გაზრდილი ხარჯი, საბოლოოდ პროდუქციას გააძვირებს. მართალია, სექტორი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს კონკურენტული ფასები, მაგრამ ასეთ პირობებში რთული იქნება“, – ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ვიდეოკონტროლი ობიექტებმა მუდმივად და უწყვეტად უნდა აწარმოონ, ხოლო მიღებული ინფორმაცია 1-6 თვემდე შეინახონ. „დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ პირს”,-წერია დადგენილებაში.

ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების აღსრულებას 112 განახორციელებს. ბიზნესმა დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, კერძოდ კი ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved