• რეკლამა
  • კონტაქტი
17:56, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აქ ჩამოსული რუსების დიდ ნაწილს ფული გაუთავდათ…“ – რა საფრთხეებზე საუბრობენ თბილისელები?

ალია ავტორი - ალია
14:03 09-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,278

ანი დვალიშვილი

ის, რასაც ახლა გეტყვით, არცერთ ტელევიზიას არ უთქვამს და არცერთ გამოცემას არ დაუწერია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დედაქალაქის რესტორნებიდან, რუსეთის მოქალაქეების გაპარვის ფაქტები გახშირდა. ჰო, შედიან ისინი რესტორანში, კარგად გეახლებიან, შემდეგ კი იპარებიან. ცნობილი სარესტორნო ქსელის ერთ-ერთი მენეჯერი ამბობს, რომ მხოლოდ მან, ერთ დღეში, სამი წყვილი შეაჩერა, რომლებიც გაპარვას აპირებდნენ, ორი კი მაინც გაეპარა. ახლა, ყველა რესტორნის მენეჯერი ყურადღებით აკვირდება რუს სტუმრებს და თუ ისე ხდება, რომ მაგიდიდან ყველა დგება და გადის, მათ მაშინვე აჩერებენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ერთ-ერთ მათგანს მაინც დარჩენას სთხოვენ.

„თავიდან, როცა რუსები ჩამოვიდნენ, ძალიან კარგი სიტუაცია იყო, სარესტორნო ბიზნესი გაცოცხლდა. ახლა კი, მათ უდიდეს ნაწილს ფული უბრალოდ გაუთავდა, ისინი აღარ არიან რუსეთში, არ მუშაობენ იქ და დანაზოგი ამოეწურათ. შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა ეს ადამიანები „ბომჟდებიან“ და დამიჯერე, ძალიან მალე, ქუჩაში არაერთ „გაბომჟებულ“ რუსს დავინახავთ. საჭმელი მათთვის უკვე სერიოზული პრობლემაა და სწორედ ის საჭმელი, რომელიც მათ გამო საქართველოში გაძვირებულია და ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თუნდაც იმავე რუსეთში“, – ეუბნება „ალიას“ რესტორნის მენეჯერი.

ის, რომ რუსებს ფინანსურად აშკარად გაუჭირდათ, არაოფიციალურად საქართველოს ეროვნული ბანკიც გვიდასტურებს. სებ-ის ოფიციალური ცნობით, აგვისტოს თვეში რუსეთიდან გზავნილებმა მოიკლო და მოიკლო ძალიან დიდი ნიშნულით – ლამის 46%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთიდან თვეში 100 მილიონი იგზავნებოდა, ახლა 54 იგზავნება, ანუ გზავნილები ლამის განახევრებულია. ამის ფონზე, რუსებისთვის არავის გაუნახევრებია არც ბინის გადასახადი, არც საკვების ფული, არც კომუნალურები. სამშობლოში დაბრუნება მათ ისევ არ სურთ, რადგან კარგად იციან, უდიდესი შანსი აქვთ, ტრაპიდან ფრონტის წინა ხაზზე მოხვდნენ. მათ კი, ვინც ბიზნესი დაიწყო, უკვე იციან, რომ შემოსავლები იმასთან მიახლოებულიც კი არ ექნებათ, ვიდრე რუსეთში ჰქონდათ. რუსებმა ვერ გათვალეს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იყო ისეთი მსყიდველუნარიანი, როგორც რუსეთში და რაც მთავარია, პრიორიტეტები ბევრად განსხვავდება ამ ორ ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ყოველდღიური ფულის შოვნაზეა გადასულიდა ერთ ბოთლ არაყზე ყოველ საღამოს გართობა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ხიბლავს. რუსეთიდან გადმორიცხული გზავნილების შემცირება, უკვე ამ კვირაში, აუცილებლად აისახება ეროვნულ ვალუტაზე. ამ კვირაში იმიტომ, რომ ბაზარს ნაკლებობა რომ დაეტყოს, დაახლოებით ორი კვირა უნდა გავიდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირაში ლარი რამდენიმე თეთრით გაუფასურდება და თუ რუსული მხარე არ „გაიღვიძებს“, გაუფასურება კიდევ გაგრძელდება. სავარაუდოდ, სწორედ ამის ეშინოდა ეროვნულ ბანკს, როცა ლარის კურსს ხელოვნურად იჭერდა და საჭიროზე მეტად არ ამყარებდა. ახლა, გაუფასურება ისე მტკივნეული არ იქნება და ყოველდღიურად, რამდენიმეთეთრიან სხვაობას არ მივიღებთ.

ალბათ ბევრმა იცის, რომ პანდემიის დროს, არაერთ ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მაშინ ყველაფერი გაჩერდა, სახელმწიფო სოციალურს უნიშნავდა პრაქტიკულად, ყველას, ახლა კი ამ ოჯახების გადამოწმება დაიწყო და ათიდან რვა ოჯახს, „სოციალურს“ უხსნიან, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა მოქალაქეებმა გამოსავალი „ადვილად“ მონახეს და განცხადება განქორწინებაზე შეაქვთ. მარტოხელა დედა ბევრად მარტივად იღებს სოციალურ დახმარებას, ოჯახი კი ერთად ცხოვრობს. სავარაუდოდ, სწორედ ამის ბრალია ის, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, 6 828 განქორწინება დარეგისტრიდა. ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ სოციალურ დახმარებებზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება და ეს იმ პროექტის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველს მუშაობის უფლებაც აქვს. ძალიან ბევრი, მუშაობით თავს არ იწუხებს, აქაოდა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ანაზღაურება 300 ლარი ძალიან ცოტააო. უდიდესი ალბათობით, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება მტკივნეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს კონკრეტულად ამ მიმართულებით და სოციალური პაკეტის მიმღებთა ოდენობას, კრიტერიუმების გამკაცრებით, მინიმუმამდე დაიყვანს, თუმცა, ამავდროულად, თანხის ოდენობას გაზრდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved