• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა

ალია ავტორი - ალია
13:49 09-14-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
500

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც ამერიკის საერთაშორისო სააკრედიტაციო კომისიის (AACI) საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა.

იაშვილის საავადმყოფოს ორი სერტიფიკატი გადაეცა. პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკისთვის კლინიკამ მიიღო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების საერთაშორისო სააკრედიტაციო სტანდარტის სერტიფიკატი. ასევე, პედიატრიულ ცენტრს გადაეცა მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი (ISO 9001:2015).

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო გახდა პაციენტის უსაფრთხოების და ხარისხის მიმართულებით დასავლური სტანდარტების სისტემის ნაწილი.

იაშვილის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ეკატერინე ქავთარაძის განმარტებით, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებით კლინიკა ჩაერთო სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების და ხარისხის უწყვეტი განვითარების სისტემაში, რადგან აკრედიტაცია სტატიკური პროცესი არ არის მის შესანარჩუნებლად იაშვილის ჰოსპიტალს მოუწევს ყოველწლიურად გააუმჯობესოს ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტები.

„საერთაშორისო სტანდარტები კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რიგ შემთხვევებში, გვჭირდება კოლაბორატორი კლინიკები, რომლებიც სერვისის კიდევ უფრო სრულყოფაში დაგვეხმარება. მაგალითად, ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მძლავრ ჰოსპიტალთან უცხოეთში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ისეთი სერვისები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, რადგან იაშვილის საავადმყოფოს მიერ განვითარებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ემსახურება მკურნალობის პროცესისა და კლინიკური გამოსავლის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობას“ – აღნიშნა იაშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის აკრედიტაციის კომისია (AACI) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. AACI-ის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

თეგები: AACIიაშვილიიაშვილის საავადმყოფო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved