• რეკლამა
  • კონტაქტი
02:04, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიკა მელია ძალიან არასერიოზულად იქცევა და არასერიოზულად ექცევა პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირა ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევის დროს“ – გია ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
16:35 09-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას პასუხობს და აცხადებს, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე არასერიოზულად იქცევა და “ოცნების” საამებელ განცხადებებს აკეთებს ენმ-ს კრიტიკით.

ბარამიძე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ამბობს, რომ მელია, რომელიც ხალხმა თავის დროზე ენმ-ს თავმჯდომარეს აირჩია, პარტიის მლანძღველად ან მაგინებლად გადაიქცა.

ბარამიძემ ასევე მელიას ტონი დაუწუნა სააკაშვილის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით და ისიც აღნიშნა, რომ მელიას პარტიიდან გარიცხვას პარტია არ აპირებს.

ვფიქრობ, რომ ნიკა მელია ძალიან არასერიოზულად იქცევა და არასერიოზულად ექცევა პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებმაც მან მხარი დაუჭირა ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევის დროს. ამ ადამიანებს უნდოდათ ნიკა ეხილათ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ და არა პარტიის მლანძღველად ან მაგინებლად. მან არ უნდა მისცეს თავს უფლება, ფაქტიურად შეურაცხყოფა მიაყენოს მიხეილ სააკაშვილს და თურმე მისი სიტყვები, კაცი მომაკვდავია, იქიდან მაქსიმალურად ძალას იკრებს, მიმართვას უგზავნის ჩვენს პარტიას და ჩვენს მომხრეებს და ნიკა ამას სადღეგრძელოს უწოდებს. ძალიან სამწუხაროა, თუ ნიკა ვერ ერკვევა ამ სიტყვების მნიშვნელობაში და რა მისია და პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს, ნაციონალურ მოძრაობას არავინ არ გაურიცხია, არ ვიცი შეიძლება თვითონ ელის, რომ ჩვენ იგი გავრიცხოთ, არ მგონია, რომ ჩვენ მას გავრიცხავთ და ის უნდა გავრიცხოთ. მე მას მოვუწოდებ განიმსჭვალოს პასუხისმგებლობით, გააცნობიეროს სერიოზულად ის სიტყვები, რაც ჩვენ ყველას ერთად გვითხრა მიხეილ სააკაშვილმა. სიარული და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა ქოცების საამებლად ვერაფერი დიდი ამბავია. ეს ნიკამ უნდა გააცნობიეროს. დღეს ქოცები გვესხმიან თავს და მათი საამებელი განცხადებებით არ უნდა გვესმოდეს”.- განაცხადა ბარამძემ.

თეგები: გია ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved