27 აპრილიდან ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში სრულად აღდგა ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.
ოპერირებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც უწყების ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს, ბიზნესოპერატორი იცავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინრეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 260-მდე ობიექტის შემოწმება.
კომენტარები