• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მობილიზებული ვერტმფრენი უამინდობამ შეაფერხა, თუმცა, არ არის საჭირო გურიაში ვერტმფრენი – მღებრიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:26 09-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე გურიაში ვერტმფრენის საჭიროება არ არის:

“მეწყრული პროცესების გამო ჩაიხერგა რამდენიმე ათეულობით სოფლის მისასვლელი გზები, ასევე სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი, ერთ-ერთ სოფელში, ნგრევის შედეგად მოხუცი ქალბატონი მოყვა სახლში, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების მიერ. ასევე, მოზარდის ცხედარია ნაპოვნი, ერთ-ერთ სოფელში და გადასვენებულია პროზექტურაში.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთი მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება. მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 თანამშრომელი, ასევე პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები და ინფრასტრუქტურის ქვეკონტრაქტორი მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დრომდე შემოსულია 400-ზე მეტი შეტყობინება, ზოგი ერთმანეთის იდენტურია. მიმდინარეობს თითოეული ზარის და მისამართის გადამოწმება. ძირითადად ეს არის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვებთან დაკავშირებული შეტყობინებები, სადაც უკვე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოტუმბვით სამუშაოები მიმდინარეობს.

50-მდე მაცხოვრებელი საფრთხის შემცველი ზონებიდან უსაფრთხო ადგილებზეა გამოყვანილი.
ამ ეტაპზე არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა, ითხოვენ გამოყვანასაც, ამის გამო ჩვენ მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რისი საშუალებითაც მოვახდენთ შესვლას იმ სოფლებში, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა.
ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო, იყო მობილიზება ვერტმფრენის, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ამ მხრივ ცოტა შეგვაფერხა, თუმცაღა საჭიროება ვერტმფრენის ჩართვის არ დადგა”, –  თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა,  თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილი არ ამბობს, როგორ შეუშალა იმ ვერტმფრენს აფრენაში ხელი უამინდობამ, რომელი ვერტმფრენის აფრების საჭიროება საერთოდაც არ იდგა, როგორც ამბობს, ისევე, როგორც, არც იმას ამბობს, ამდენი საათის სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რა წინაღობა ხვდება გზად მძიმე ტექნიკას, რომ ვერ მივიდნენ ყველა დასახლებამდე. არც იმას ამბობს, რა დრო დასჭირდებათ, ყველა იმ ადამიანის გამოსაყვანად, რომელიც შველას ელოდება.

შეგახსენებთ, დღეს ვერტმფრენს ითხოვდა დღეს ადგილობრივი ხელისუფლება, მეტიც, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერტმფრენი ჩაერთვებოდა სამაშველო საქმიანობაში, როგორც ჩანს, მისი ინფორმირება, რომ ვერტმფრენი არ იყო საჭირო, მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძე:

„წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება. ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო. ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. „ვიშკაზე“, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირას არის, მანქანა წყალმა გასტაცა და ვერტმფრენის ჩართულობის გარეშე ვერ გამოგვყავს. მე როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და ელოდებიან წუთი წუთზე”

(ვიდეო) – “გაგვიყვანეთ აქედან, ამ ეზოში გავათევინო ღამე 3 წლის ბავშვს?” – გურია

“არ ვიცი, რა გვეშველება, ვერტმფრენის ჩართვაა საჭირო, “ვიშკაზეა” ადამიანი ასული, მანქანა წყალმა გასტაცა” – გურია

 

 

თეგები: გურიაშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved