• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „სანტი“ საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
15:41 09-08-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი, კიდევ ერთი კომპანია „სანტი“, რომელმაც უკვე არაერთი ეზო დაგარე სივრცე გაალამაზა, ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. „სანტის“ წარმატების ისტორიას მისი დამფუძნებელი, გიგი ტაბაღუა გვიყვება:

„კომპანიის დაფუძნების იდეა კოპენჰაგენში გაჩნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი სასწავლებლად. კოპენჰაგენშიგანსაკუთრებით თვალშისაცემია მოვლილი ეზოები, საგანგებოდ დაგეგმილი, ნაფიქრი და ამა თუ იმ დიზაინში გადაწყვეტილი სივრცეები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მათ ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ. იქ ყოფნისას კი გაჩნდა იდეა, ასეთი ლამაზი მწვანე სივრცეები ჩემს ქალაქშიც შემექმნა.

დღემდე ვმართავ რამოდენიმე მცირე ბიზნესს და მაქვს დიდი გამოცდილება სტარტაპ პროექტებში. ამიტომაც,  მარტივი იყო, იდეა რეალობად მექცია.

თავდაპირველად, მე და ჩემი თანადამფუცნებლები თავად მივდიოდით რუსთავის მოსახლეობასთან და ვთავაზობდით ეზოების მოწყობას. თუმცა, ამ მიმართულებით ცნობადობა იმდენად დაბალია, რომ ადამიანები ადვილად არ თანხმდებოდნენ ჩვენს ინიციატივას. მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომხმარებელი დავითანხმეთ და შეკვეთა წარმატებით შევასრულეთ, თანდათან გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი გუნდის შესახებ და ნელ-ნელაშევიძინეთ მომხმარებლები, რომლებიც ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილები დარჩნენ.

ამ პერიოდში დაახლოებით 20 -მდე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.  კმაყოფილმა მომხმარებელმა და დაგროვილმა გამოცდილებამ მიგვახვედრა, რომ კომპანია ოფიციალურად უნდა დაგვერეგისტრირებინა. ამ მიზნით მივმართეთ თიბისი სტარტაპერს, რომელიც გვენდო, გვერდით დაგვიდგა და დავაფუძნეთ კომპანია „სანტი“.

თიბისის მხარდაჭერით შევიძინეთ მაღალი ხარისხის ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი. ასევე, თითქმის დასრულებულია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მუშაობა, მალე კი ავამუშავებთ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებსაც.

დღეისათვის კომპანია „სანტი“ კერძო პირებს, სამშენებლო კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირსსთავაზობს სრულ ლანდშაფტურ მომსახურებას, ეზოებისა და გარე სივრცეების დაგეგმარებას, განაშენიანებას, მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებას (ერთჯერადად და მრავალჯერადად).

აქამდე მომსახურებას მხოლოდ რუსთავში ვთავაზობდით, დღეისათვით კი ჩვენი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა და რესურსი საშუალებას გვაძლევს, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოვემსახუროთ მომხმარებელს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე კუთხის შექმნაა. კომპანია „სანტი“-ს მთავარი მიზანია, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქართულ ბაზარზე. თუმცა ბიზნეს ხედვებთან ერთად, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმ იდეებზე, რითაც, პირველ რიგში, ქალაქ რუსთავს ახალ-ახალ მწვანე სივრცეებს შეუქმნის.

ამჟამად „სანტიში“ 5 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, სამომავლოდ, მათი რიცხვი  ჩვენი გეგმებისა და ამბიციების შესაბამისად გაიზრდება.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved