• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდად სწორედ სომხეთის პოზიციები გამოიყურება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:51 09-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,149
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
მას შემდეგ რაც საქართველოში დასრულდა ყოველწლიური სამხედრო სწავლება “მტკიცე სული” (Agile Spirit), რომელშიც ამერიკელი და ევროპელი სამხედროები მონაწილეობდნენ, ახლა ამერიკელი სამხედროთა პატარა დანაყოფი (85 სამხედრო) 11-20 სექტემბერს სომხეთში დაგეგმილ სამხედრო სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ შემთხვევაში კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც სომხეთი ცდილობს რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, ერევნიდან კიდევ უფრო გააქტიურებულია კავშირები საფრანგეთთან და აშშ-თან, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე სომხეთმა პირველად გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. რუსეთი არ მიესალმება სომხეთში ამერიკელ სამხედროთა ჩასვლას, ხოლო ერევნისათვის ეს არამხოლოდ აშშ-სთან დაახლოების კიდევ ერთი გზაა, არამედ აზერბაიჯანისათვის ჩვენება, რომ ის კონფლიქტის განახლების ან მასშტაბის გაზრდის შემთხვევაში მარტო არაა.
ცხადია თუკი ბაქოს ყარაბაღში რაიმე აქვს გადაწყვეტილი, სომხეთში ამერიკელ სამხედროთა ათდღიანი ყოფნა ბევრს ვერაფერს შეუცვლის, მაგრამ ამ ყველაფერს სომხეთისათვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელშიც საგარეოს გარდა საშინაო კრიზისები და პოლარიზაციაც ახლავს თან. რეალურად, სომხეთში უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ორიენტაციაა ერთ-ერთი ძირითადი დავის საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუკი ფაშინიანი დაკარგავს რუსეთისაგან მხარდაჭერის იმედს, ის კიდევ უფრო შეეცდება დასავლეთისაკენ გადახრას. სწორედ ამის ეშინიათ პრო-რუსულ სომხურ ოპოზიციაში, რომლებიც ვარაუდობენ, რომ თუკი სომხეთი დასავლურ კურსს აირჩევს, რუსეთი აზერბაიჯანს არათუ აღარ შეაჩერებს, არამედ წააქეზებს კიდეც ყარაბაღში და შეიძლება მის გარეთაც კი. ეს ცხადია მათი ვარაუდია, მაგრამ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე გამორიცხული არაფერია. ანუ გამოდის რომ ის დებულება სწორი ყოფილა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა სომხეთი სწორედ ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ჩაიჭირა და პოლიტიკურ ციხეში გამოამწყვდია – ჩემ გარეშე მომავალი არ გაქვსო.
ბაქოს პოზიციები ძალიან მყარად აქვს. ევროკავშირი აზერბაიჯანთან არ განიხილავს ენერგოშეთანხმებების გადახედვას და მეტიც, აზერბაიჯანი ყარაბაღთან მიმართებითაც საკმაოდ მყარად გრძნობს თავს – სამართლებრივად ტერიტორია მისი შემადგენელი ნაწილია.
ამიტომ არის, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდად სწორედ სომხეთის პოზიციები გამოიყურება, რომელშიც პოლიტიკური ძვრები თუ სტაბილურობა დიდწილადაა დაკავშირებული აზერბაიჯანთან სასაზღვრო ზონაში მიმდინარე კრიზისთან და ყარაბაღთან. ფაშინიანი კი ახალ მხარდამჭერებსა და მოკავშირეებს ეძებს, რაზეც როგორი იქნება მოსკოვური პასუხი ჯერ კიდევ დასაკვირვებელია.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved