• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ! იქიდან ვწერ, სადაც ჩემი დამცველი არავინაა” – ახალგორელი აქტივისტი დახმარებას ითხოვს!

ალია ავტორი - ალია
19:42 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

✅პარასკევს, 17 იანვარს ქ. ცხინვალში უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ განიხილა პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩემს გამამართლებელ განაჩენს. ცილისწამების ბრალდებაში პირველი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა- მომიხსნა ბრალდება, მაგრამ ორი- პასპორტთან დაკავშირებული პირველ ინსტანციაში დააბრუნდა განსახილველად. სასამართლოზე იყო მინიშნება ჩემი საცხოვრებელი რაიონიდან გაძევების საკითხის დაყენებაზე- ეს იყო მიზეზიც ჩემი დაპატიმრებისა.

დღეს 21 იანვარია. არაერთმა მედიამ დამითმო დრო და ადგილი, ტელევიზიებმა პირდაპირი ეთერით მომცეს საშუალება მესაუბრა ამ საფრთხეზე, გამომეხმაურნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეკითხებიან – რა შეიძლება გაკეთდეს ამის შესაჩერებლად, მაგრამ დუმს როგორც მთელი ჩემი დევნის პერიოდი- ხელისუფლება. ამ დუმილში კარგად გამოხატავენ ზიზღს და მიუღებლობას რაც ჩემს მიმართ დაუგროვდათ- როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ, მათაც დისკომფორტს ვუქმნი მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით.
დუმდა ხელისუფლება, როცა გავუჩინარდი, როცა ს/ს საქმეებს წერდა ჩემს წინააღმდეგ ბიბილოვის პროკურატურა, როცა სოციალური ქსელით ვითხოვდი ადვოკატის, ტელეფონის, სასამართლოზე დასასწრებ გზის ხარჯს…
ამის პარალელურად მინისტრი ჩემზე ამბობდა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი სტრესის გამო არაადექვატური გავხდი და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გვეცოდება ასე რომ დაემართა. და ამის პარალელურად თხზავდა ჭორებს და თავადვე ახდენდა ტირაჟირებას ჩემი მარგინალიზაციისთვის. რატომ?- არ არსებობს ადამიანი? არ არის პრობლემა.
ამ ტექსტს რომ იქიდან ვწერ, სადაც ჩემი დამცველი არავინაა, მე რომ მომიწია ამის შეხსენება საზოგადოებისთვის- რა ვთქვა?

ჩემი მდგომარეობა არაა დამამშვიდებელი, ჩემი მშობლიური რაიონიდან გამოძევების რეალური საფრთხის წინაშე და ვითხოვ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს ჩემი დევნა.

მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ რისთვისაც მსჯიან- სხვისი უფლებების დაცვა.

თქვენ, მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ- ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved