ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გიორგი გაბუნიას განცხადებას ასე ეხმაურება:
„გიორგი გაბუნიამ თანამშრომლებისთვისაც, მაყურებლისთვისაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობისთვისაც კი სასარგებლო განცხადება გააკეთა.
თანამშრომლებისთვის იმიტომ, რომ რომელიმე პარტიაზე აფილირება ჟურნალისტისთვის სიკვდილის ტოლფასია, რადგან მასში ხედავენ არა საზოგადოებრივ საქმოსანს, არამედ პარტიულ ინსტრუმენტს. ეს კლავს ყველაზე მთავარს, ჟურნალისტის რეპუტაციას, რაც ყველაზე ძვირფასი საზომია მედიასთან დაკავშირებული ადამიანისთვის.
მაყურებლისთვის იმიტომ, რომ აპარტიულად თუ აღიქვა მედია, მეტად პატივს სცემს და ენდობა.
ნაცმოსთვის იმიტომ, რომ მას პროპაგანდის კომპლექსურ მექანიზმად ნაკლებად აღიქვამენ და ეს საბოლოო ჯამში უკეთესიცაა პარტიისათვის.
რამდენად მოჰყვება განცხადებას ცვლილება აღქმებში, ამას დრო აჩვენებს, არხის ჟურნალისტური საქმიანობა, ადამიანური რესურსები, გახსნილობის ხარისხი რესპონდენტებში, საინფორმაციო სპექტრის აქცენტები და ა.შ.
ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს ვუსურვებ “მთავარს”.
კომენტარები