შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილი მეექვე პაციენტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისი ყველა მძიმე დაავადება სასიკვდილო იყო.
„მე ახლა უკვე იძულებული ვარ გავხდე კორონავირუსის უფლებადამცველი. ყველა ის დაავადება, რაც აქაა ჩამოთვლილი ცალცალკეც კი სასიკვდილოა, თან 80-ს გადაცილებული ადამიანისათვის. ერთ ძლიერ დაცემინებას შეძლო გამოეწვია გულის გაჩერება. ვის სჭირდება ყველა ჩვენი უბედურება თუ პრობლემა ვირუსს გადააბრალოს ვეღარ გავიგე. მოკლედ, ხელები შორს კორონავირუსისაგან“ – წერს შალვა ნათელაშვილი
კომენტარები