• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ეს კანონები – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:33 09-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
746

„ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას და როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ეს კანონები“ – პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციაურ ქსელში “ევროოპტიმისტების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე წერს:

„ახლახან ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, “ევროოპტიმისტებმა” პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების  შეჩერებას, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელებასთან ან უძრავი ქონების შეძენასთან. ეს წესი ისედაც მოძველებულია, რადგან მათ შეუძლიათ მცირეოდენი,  სულ რაღაც 300 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელონ ან ამავე ოდენობოს უძრავი ქონება შეიძინონ, რაც საკმარისია  გრძელვადიანი (ხუთწლიანი ) ბინადრობის უფლების მისაღებად. 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ქონების შეძენისას მოკლევადიანი ( ერთწლიანი) ბინადრობის უფლება შეუძლიათ რომ მოითხოვონ.

აუცილებელია, რომ ამაზე მორატორიუმი იქნას გამოცხადებული განსაზღვრული ვადით. ასე იქცევა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა.

ლატვია უფრო შორსაც წავიდა და არა თუ შეაჩერა, არამედ რუსეთის მოქალაქეებზე წინა წლებში გაცემული ყველა სახის ბონადრობის უფლება გააუქმა 2 სექტემბრიდან.  ისინი ვალდებულნი არიან 3 თვეში დატოვონ ქვეყანა.

როდესაც ევროკავშირის სახელმწძიფოები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეების მომრავლებით და ამაში ხედავენ საფრთხეებს, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად დიდია რისკი ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა, ცხოვრება, უძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის წარმოება.

მანამდე ასევე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინება რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენის უფლების შეჩერებას გარკვეული დროით( ლიეტუვის ანალოგი).

ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას და როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ეს კანონები“ – წერს გოცირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved