კორონავიორუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა მამაკაცი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.
„ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები