• რეკლამა
  • კონტაქტი
10:39, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გარიგება” და ოპოზიციონერი “საქმოსნები” – რითი სჯობს ეს ნაციონალური მოძრაობა ოცნებას? – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
13:58 09-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,420
ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია:

გუშინ ნაციონალური მოძრაობა თელავის საკრებულოს წევრმა, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა, იმედა კევლიშვილმა დატოვა, რომელიც 2002 წლიდან პარტიის წევრი იყო. ახალი მენეჯმენტი მიშას თანამებრძოლებს განსხვავებული აზრის გამო დევნის, პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე კი მას სუსს ეძახის.

ოლიგარქიულ რეჟიმზე თუ რამემ შეიძლება გაგამარჯვებინოს, პრინციპულობა, სწორი ღირებულებები და მორალური სიმტკიცეა – ის, რისგანაც მთავარი ოპოზიციური პარტია ყოველდღე იცლება. ხოლო ის, რითიც პარტია ივსება, არის ისეთი მანკიერებები, რომელიც გამარჯვებას შეუძლებლად აქცევს და რომელიც გარანტირებულად ტოვებს ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში, მიშას კი ციხეში.

სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა. დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტია თუ რამით უწევს ქართულ ოცნებას კონკურენციას, ეს სიტყვის გაუფასურებაა. დაპირება დაპირებისთვის და არა შესრულებისთვის. ერთობა კი სიისთვის (იდეისა და პრინციპების გარეშე). ამის ფონზე, ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში.

ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს “გაურიგდნენ და შეურიგდნენ” და ოცნების ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ. გვეუბნებიან, რომ თურმე ეს ხალხი მოღალატეა, გვეუბნებიან და ამ დროს ხელს ართმევენ ყველას, ვინც პარტიას უღალატა 2012 წლიდან დღემდე.

იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალო, უკეთესი ალტენატივა უნდა იყო. რითი სჯობს დღეს ეს ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას? განსხვავებული აზრის დევნით, არაფორმალური მართვითა და პოლიტიკის ფულის შოვნის საშუალებად ქცევით ისე ემსგავსება, მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება.”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved