• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იცით რას ნიშნავს ადამიანის სხეულის ნაწილების შეგროვება? პროზექტურაში ყოფილხართ ოდესმე? გაკვეთას დასწრებიხართ? ვერ უნდა მიხვდეთ, რომ ყველას ეს არ შეუძლია და ვერ შეძლებს?“ – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
19:04 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39,290

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

„ნამუსზე რომ მაგდებდით რამდენიმე დღის წინ და ზოგი საჯაროდ და ზოგიც პირადში მწერდით, ამეღო პოსტი ფსიქოლოგების ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე შოვში, ალბათ, იმავე აზრზე ხართ ისევ?
მაშინ დაბეჯითებით გეტყვით, რომ თქვენ, ხელისუფლებაში მყოფ უმეცრებზე უმეცრები ხართ და აი, დარდი, გეწყინებათ თუ არა. ანუ გულის შეტევაა ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი არა? რით მივიდნენ აქამდე – სამხარაულის ბიურო გვეტყვის ხო?
ანალოგიურ ვითარებაში – განგრძობადი სამაშველო ღონისძიებების დროს – ერთ ბრიგადასთან (8-12 ადამიანი) ერთი ფსიქოლოგი რომ უნდა მუშაობდეს, ამას რა ვუყოთ? მითხარით, ამ ხნის განმავლობაში რომელმა ამოიღო ხმა და თქვა, რომ ამ უმძიმესი სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია სამხედროების და სათანადო მომზადების არ მქონე პირების მიერ?
სტრესმედეგობაზე რომ მესაუბრებოდით აქ – რეალურად მაბულინგეთ და ჩემი სტრესმედეგობის ტესტირება ჩაატარეთ, იმ ადამიანებს გეკითხებით – იცით რას ნიშნავს ადამიანის სხეულის ნაწილების შეგროვება? პროზექტურაში ყოფილხართ ოდესმე? გაკვეთას დასწრებიხართ? ვერ უნდა მიხვდეთ, რომ ყველას ეს არ შეუძლია და ვერ შეძლებს?
ხელისუფლებასთან პრეტენზია არ მაქვს, ან როგორ უნდა მქონდეს, როდესაც ამ ტრაგედიის ფონზე ყველა საკუთარი საჭიროებით ცხოვრობს – ვინ შვებულებაშია, ვინ ქეიფობს, ვინ დაბადების დღეს იხდის, ვინ პაეზდკაშია… არც თქვენთან მაქვს პრეტენზია, სწორედ იმ საღამოს, რომლის დღეს ქაშვეთიდან ოთხი ცხედარი გამოასვენეს, მთაწმინდის ფეიერვერკებმა “თქვენი” დაბადების დღე რომ გვამცნო.
აი, ყოველმხრივ მზად რომ იყვნენ იმ ფსიქოლოგებმა ამ დღეებში რა გააკეთეს? შეიკრიბნენ, რამე იდეა გაუჩნდათ, რამეზე იფიქრეს, არსებული ვითარება შეაფასეს, შეთანხმდნენ, ადგილზე ჩავიდნენ, პროფესიული რეკომენდაციები მოამზადეს და გაავრცელეს კოლეგებში, საჯაროდ გამოაქვეყნეს რამე ღირებული? ა, ჰო, ოფისებში რომ მოაკითხავენ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანები, იმათ მოაყოლებენ ამბებს ფროიდის სქემით და აღმოუჩენენ დახმარებას ვისაც სტრესმედეგობა ვერ აღმოაჩნდა?
ჩემს მეგობარს მცირეწლოვანი შვილი რომ გარდაეცვალა, მას შემდეგ რომ გავიგებდი ვიღაცის შვილი მოკვდა და გარდაცვლილი 60 წლისაც ყოფილიყო, დაკრძალვაზე ვერ დავდიოდი წლების განმავლობაში. მანამ კარგა ხნით ადრე ორჯერ ვარ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას დასწრებული და ჩემს თვალწინ ორი ცხედარი გაკვეთეს. შემდეგ კი, ასე 15 წლის წინ, მაინც მომიწია მორგში შესვლა და სულ რაღაც, ერთი საათის წინ ნანახი ახალგაზრდა ადამიანის ამოცნობამ. ოჯახისთვის იმის თქმამ , რომ შვილი და ძმა არ ჰყავდათ – იცით ეს რას ნიშნავს? და ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით რაც იქ ხდება ახლაც, ამ წუთას. ძალიან საინტერესოა, აგრძელებინებდნენ თუ არა მუშაობს განსაკუთრებით იმ სამხედროებს, რომლებმაც ცხედრები ან ცხედრების ნაწილები იპოვეს? ეს არ გაინტერესებთ ფსიქოლოგებს და მათ ადვოკატებს? არა, არანაირ ცოდვას არ გკიდებთ – რა სისულელეა… უბრალოდ ახლა მუხლებზე მყოფი, მომტირალი ჟურნალისტები გამახსენდა და ძალიან მომინდა თითოეული მათგანი ჩამეკრა გულში. იმ მაშველებიდან და ჯარისკაცებიდან, სამოქალაქო პირებიდან, რამდენმა იტირა და რამდენმა ვერ შეძლო, ცრემლი ჩაეყინა თვალებში, ამ პაპანაქებაში. ვინმემ ხელი მაინც მოუჭირა მაჯაზე? თუ რკინის ადამიანები არიან?
და ახლა რა აზრი აქვს ამ ყველაფრის წერას? ალბათ ის, რომ როდესაც შოვის ტრაგედიისას დაღუპულებზე ვისაუბრებთ, ეს ორი ადამიანი, რომელთა გულმა ვერ გაუძლო ამოდენა წუხილს მათ რიგებში მოვიხსენიოთ. თორემ თქვენგან ბევრს რომ არაფერი ეშველება – ეგ ვიცი.“
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved