• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ-მეთქი – სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა” – ხათუნა ხოფერიამ მძიმე ოპერაცია გაიკეთა

ალია ავტორი - ალია
02:30 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,515

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:

,,შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!”- გენიალური ვაჟა!
ჰო, ძალიან მაგარია სიცოცხლე! მაგრამ კიდევ უფრო მაგარია, როდესაც საოცარი სიყვარულით, ზღვა სიყვარულით არის სავსე! როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს და ოჯახის წევრებს, არამედ შენ მეგობრებსაც!
როგორ გყვარებივართ, თქვე შეჩვენებულებო?!…))))… ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ- ხარხარში ჩავიტარე… ისე დაგზაფრეთ, იქით გამხნევებდით. ნარკოზიდან გამოსული არ ვიყავი, კაკო ყაჩაღივით წამოვხტი ფეხზე და სელფები გადავიღე მომნუსხველი ღიმილით?? თქვენთან გამოსაგზავნად.
რა ბედნიერი ადამიანი ვარ! რა მაგარი ყოფილა, როდესაც იცი, რომ უყვარხართ! იცი, რომ უშენოდ დარჩენა არ უნდათ! იცი, რომ ტაძრებში ჩუმად დადიან და დაჩოქილი ლოცულობენ, შენ სიცოცხლეს ავედრებენ უფალს!
ახლა კი, ყველაზე მხიარული მოგონებები:
1. მეგობარი მირეკავს პოლიტიკურ ამბავთან დაკავშირებით. შუა საუბარში ვაწყვეტინებ და ვეუბნები: – გუშინ ემერტეს პასუხი იყო. მოკლედ, თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ ხუთშაბათს. (კვირა დღეა). – სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა და.. – უფ, ისეთი არც არაფერია, ამოჭრიან რაა… და გავიცინე. მეგობარი გამოცოცხლდა, სუნთქვაზე მივხვდი და სიცილით ( ოღონდ ვაი ასეთ სიცოლს) მეუბნება: – ისე, არც არაფერია ნაღდად! ერთი- ორჯერ თუ არ გაქვს თავის ქალა ახდილი, რა კაცი ხარო!…))))??? მანუგეშა…???
2. მესინჯერში მომწერა მეგობარმა, სწორედ იმ მეგობარმა, რომელმაც იმუშავა საიტებში, გამოიყენა 5 ენის ცოდნა, მიაკვლია უახლეს მეთოდს სიმსიმნის ამოკვეთის- ტრეპანაციის გარეშე, 1 სამტიმეტრიანი კვეთით და მოწვის მეთოდით, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ ერთი ექიმი აკეთებს, ექიმი, რომელმაც ეს მეთოდი გამოიგონა და დანერგა- დავით ფიცხელაური, საუკეთესო ნეიროქირურგი მსოფლიოში! ჰო, მოკლედ, სწორედ ეს მეგობარი მწერს: -ერთი ეს სტატია წაიკითხე, სანამ “გაგსვარკავენ” და მითხარი რას ფიქრობო…))))??? ეს გასვარკვამდე ერთი დღით ადრე ხდება..)))
3. მეგობარი მირეკავს ოპერაციის წინა დღეს. ცრემლები ლაპარაკს არ აცლის. კაცებს უჭირთ ემოციის დამალვა. – ყველაფერი კარგად იქმება- ვეუბნები მე და სიცილით ვაგრძელებ- ერთი საფიქრალი მაქვს, ვაი თუ ნარკოზიდან გამოსულზე შევიცვალო და “ ფრი მიშა” დავიყვიროთქო. მე კი ვიცინი, მაგრამ იქედან სრული სერიოზულობით მპასუხობს უკვე უცრემლო ხმა – თუ არ ჩაგკლა საწოლში, არაკაცი ვიყოო…???
4. ოპერაციიდან მე-4 დღეს გამომწერეს. მე-6 დღეს მირეკავს მეგობარი – რას შობი? ხომ ხარ კარგად? რა ხმაურია, სა ხარო? – იზმაილოვოს ბაზრობაზე ვარ, გამოვისეირნეთ- ბედნიერმა ვუპასუხე მე.
ჯერ სიჩუმემ გამაკვირვა… მერე კი… – უხ, შენი მომკითხავის დედაცო… წაი და დაეგდე ლოგინში, რას დაგვხოცე თუ იციო…??? სიცილისგან ცუდად გავხდი…)))).. ასეთი სიყვარულით ჯერ არავის უგინებივარ!♥️
დღეს ჩემი დაბადების დღეა!
მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან გიყვარვართ და რადგან მიყვარხართ, მეგობრებო!
დღეს ჩემი დაბადების დღეა!
სიცოცხლე გრძელდება!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved