• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის აზროვნებაში გაჭედვა, ეს არის ტლაპო, საიდანაც ვერ ამოდის ჩვენი ხელისუფლება“

ალია ავტორი - ალია
20:52 04-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ,“ალიას“ ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრება.

– ერთი სიტყვა არ უთქვამთ არც პრემიერს, არც სხვა მინისტრებს ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, არც რაიმე სახის რეფორმაზე, არანაირი ახალი ხედვა არ ყოფილა. მხოლოდ ის ითქვა, რომ  ჩვენ ბანკებთან ერთად ვმუშაობთ, ბანკებს მივცემთ იაფ  ფულს და ბანკები გადაწყვეტენ, ვის მისცენ კრედიტი და ვის – არაო.  ამას ვუწოდებ   „ნეოლიბერალურ ტლაპოს“.

– ბანკები ვის მისცემენ კრედიტებს? წაქცეულ მცირე და საშულო ბიზნესს და კი, მაგათ უნდა მისცენ ახლა კრედიტი, მაგრამ მისცემენ კაბალური პირობებით.

– კი, ბატონო,სავარაუდოდ ასე იქნება. ჩვენი  ბანკები იმას არ მოიშლიან, რასაც აქამდე  აკეთებდნენ. მოდით, ობიექტურნი ვიყოთ ბანკების მიმართ. რა ბანკების საქმეა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარება? ბანკს აქვს თავისი მიზნები, მას უნდა თავისი  მოგების მაქსიმიზაცია, მან უნდა გასცეს გარანტირებული სესხი და მსესხებელმა სწრაფად უნდა დააბრუნოს უკან. მოგცემ შენ 1.5 მილიარდ ლარს სესხს, შენ ვისაც საჭიროდ ჩათვლი, მას მიეცი… ეს არის აზროვნებაში გაჭედვა, ეს არის ტლაპო, საიდანაც ვერ ამოდის ჩვენი ხელისუფლება. ხომ ვართ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა, გავაკეთოთ ისე, როგორც ევროპაში გააკეთეს, როგორც ევროპა დადგა ფეხზე.  სახელმწიფო პირდაპირ ეხმარებოდა ბიზნესს, ყველანაირად ხელს უწყობდა ახალი ბიზნესების შექმნას, ფინანსურ დახმარებას თუ უწევდა ბიზნესს, თავად წყვეტდა, ვის როგორ დახმარებოდა და  ბანკების გადასაწყვეტი არ იყო ეს. არც ბანკს უხდიდნენ პროცენტებს  ის ბიზნესები, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა. თუ ბიზნესს ბანკის გავლით აძლევდა იაფ ფულს სახელმწიფო, ბანკი მომსახურების საკომისიოს იღებდა, მეტს არაფერს და ხშირ შემთხვევაში, ამასაც არ იღებდა.არა, ჩვენ ევროპისგან გვინდა  მხოლოდ დახმარებები. თუმცა, ამ ეტაპზე, არც ერთ საერთაშორისო დახმარებას არ ექნება რეალური შედეგი. იმიტომ რომ არაინსტიტუციონალურ ქვეყანაში, მუქთი საერთაშორისი დახმარება კვებავს ელიტას და  ეს არის, ფაქტიურად, ელიტის მოსყიდვა. გაიხსენეთ, 2008 წელი,  ომის შემდგომი პერიოდი. ჩვენი უდიდესი ტრაგედიის შედეგად, 4.5 მილიარდი დოლარი მიიღო ქვეყანამ საერთაშორისო დახმარების სახით. სად წავიდა ეს ფული? ეს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ვიწრო გარემოცვამ იცის. ეკონომიკას არ დასტყობია ეს ფული. პირიქით, უფრო გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ფულიდან 220 მილიონი დოლარი დაიხარჯა ლარის კურსის გამყარებისთვის და არც თუ სოლიდური თანხა მოხმარდა წეროვანსა და სხვაგან დევნილთათვის კოტეჯების აშენებას. სულ ეს იყო. დანარჩენი თანხა მიითვისა მაშინდელმა სახელისუფლებო ელიტამ. ამჯერადაც ასე მოხდება.  ტოტალური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. სამყარო იცვლება, ეკონომიკური და სხვა სახის წარმოდგენები იცვლება, ნეოლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური დოქტრინები არსად მუშაობს, რადგან მან თავისი დრო მოჭამა. თუმცა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა აზროვნება, მიდგომები არ შეცვლილა. ახლა სხვა დრო დგება და მე ვერ დავინახე პრემიერის გამოსვლაში, რომ ამ ახალი დროის დადგომას ხედავს. ისე საუბრობს, თითქოს რაღაც უბრალო პრობლემებია, ეს გადაივლის და მერე ისეც ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას ქვეყანა. ვერ გააგრძელებს. მთავრობა ასე ვერ გაძლებს. იმიტომ ვერ გაძლებს, რომ სრული უშედეგობა იქნება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ამ ანტიკრიზისული  ღონისძიებების შედეგად კიდევ უფრო გართულდება ქვეყნის ეკონომიკური  და ხალხის სოციალური მდგომარეობა. რაღაც რომ გაკეთდება, ეს კარგია, მაგრამ ფორმა, მექანიზმი, ტექნოლოგია, როგორ უნდა იქნეს ეს რეალიზებული, აბსოლუტურად მკვდარი, არარეალიზებულია და შედეგს არ გამოიღებს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური დახმარება სახელმწიფოს პირდაპირი გზით  უნდა გაეწია?

– არსებობს ევროპული გამოცდილება და იმ გზით წავიდეთ. გერმანიაში ერჰარდისა და „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ იქნა გატარებული ეფექტური ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები, სოციალური სამართლიანობის პრინციპები დაცვით. გადმოვიღოთ იქიდან, როგორ მოხდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის  ფეხზე დაყენება. დიახ, სახელმწიფო პირდაპირ ეხმარებოდა ბიზნესს და მილიარდებს ბანკირებს არ აძლევდა, თქვენი გემოვნებით დააფინანსეთ ბიზნესი, ვისაც გინდათ, იმას მიეცითო.  ეს ბანკის საქმე არ არის. როგორ სწრაფად აღორძინდა დასავლეთ გერმანია, ვიცით ყველამ. ამერიკა ავიღოთ. ყველა შტატში ამერიკის პრეზიდენტი ნიშნავს  მცირე ბიზნესის ადმინისტრაციებს. რა, ამერიკა ნაკლებად საბაზრო ქვეყანაა და ეს ჩარევაა ბიზნესში? არა, იმიტომ რომ ეს სჭირდება ბიზნესს, დამწყებ ბიზნესმენებს  და მათ  ადგილებზე ეხმარებიან  ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ – იურიდული მომსახურება, სათავსოები,ფინანსური ხელმისაწვდომობა, მსხვილი ორგანიზაციებისგან დაცვა სჭირდება. დიახ, ამას აკეთებენ სახელმწიფოს ბიზნესადმინისტრირების ცენტრები და ისინი ყველა შტატშია. ჩვენთან ამის გაგონება არ უნდათ, ამერიკის ხელისუფლებაზე  უფრო მეტად კაპიტალიზმის, საბაზრო ეკონომიკის მომხრები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები? ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ელიტა?  არ გამიკვირდება მათგან,  ისიც კი  თქვან, რომ ეს სოციალისტური მიდგომაა. მოკლედ, ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესი ისევ იქნება გაჭირვებული, თუ არ მისცემს ბანკი სესხს და გაკოტრდება, მისცემს და რა პირობებით მისცემს, ეს კიდევ მეორე  პრობლემაა. შეძლებს  მოკლე დროში იმდენად ფეხზე დადგომას, რომ ეს საბანკო ვალდებულებები დროულად გაისტუმროს და სხვა უამრავი ვალდებულებაც?!

ლევან ჯავახიშვილი

თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved