ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან ბოლო რეპეტიციას გაივლიან, რის შემდეგაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებენ და ავსტრალიასთან მატჩისთვის ლა როშელში მოემზადებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
ბორჯღალოსნები შოტლანდიას მეექვსედ ერკინებიან და ზედიზედ მესამედ ითამაშებენ „მარიფილდზე“, რომელიც სარაგბო მექაა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. განვლილ 5 შეხვედრაში საქართველომ შოტლანდიას გაუტანა 4 ლელო, თავად კი 25 გაუშვა. გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა 48:186-ზეა.
„მარიფილდზე“ თამაში 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.
კომენტარები