• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩამოწეროს ამ დალოცვილმა ფინანსთა მინისტრმა, რას იყიდის 200 ლარად, ხომ იციან ფასები? ცინიზმია…“ – ვახტანგ ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
18:45 04-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მე არ ვარ მომხრე ხელისუფლება ხელგაშლილი იყოს, ოღონდ არც ცინიკური უნდა იყოს იმიტომ, რომ ცინიზმია, როდესაც ამბობ 200 ლარი ამერიკულ 1500 დოლარს უდრისო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ მთავრობის მიერ გუშინ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცადა.

როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, ხელისუფლების მიერ გაცემული ყოველთვიური 200 -ლარიანი დახმარება არ არის საარსებო მინიმუმი. მისი თქმით, „ეს არის საარსებო კალათა, იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელმაც ადამიანი ფიზიკურ გადარჩენამდე უნდა მიიყვანოს“.

„ჯობდა უფრო მსუყე ყოფილიყო სოციალური კუთხით ეს დაპირებები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია. მე ვთვლი, რომ დღეს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს სოციალური ფაქტორების გათვალისწინება. თანხა, რომელიც არის გამოყოფილი, არ არის საარსებო მინიმუმი. ეს არის საარსებო კალათა, იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელმაც ადამიანი ფიზიკურ გადარჩენამდე უნდა მიიყვანოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკაში. შეზღუდვების მოხსნის ჩამონათვალს, რომელიც ორშაბათიდან შედის ძალაში, დავამატებდი პროფილაქტიკებს, ავტოსამრეცხაოებს. ლაპარაკობენ, მთელი ქვეყანა ონლაინ მუშაობაზეა გადასულიო და კომპიუტერების შეკეთება, მგონი მესამე ეტაპისთვისაა გადადებული. უნდა მოიძებნოს რაღაც ფორმულა, რომელიც საშუალებას მისცემს ნელ-ნელა საწარმოო ბიზნესს, რომ ამოქმედდეს. ძალიან კარგია, როცა ვაჩვენებთ, რომ პირბადეებს კერავენ, მაგრამ ამ პირბადეებს რომ კერავენ იქაც ხომ იკრიბება პერსონალი? შეზღუდული ტემპით, ნელ-ნელა ბიზნესი რომ ამუშავდეს ამას ხელს რა უშლის? მესმის, რომ ადამიანთა ერთად თავშეყრა არის პრობლემა, მაგრამ თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ეს თავშეყრები მაინც ხდება. იქნებ სჯობს, რომ მთელი დღე მოცლილი ხალხის ერთად თავშეყრას ისევ ნელ-ნელა სამსახურები გაიხსნას? სხვაგვარად ეკონომიკა ვერ ამუშავდება“, – განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე განცხადებით, დიდი ქალაქების ჩაკეტვა პრობლემას წარმოადგენს.

„დიდი ქალაქების მომარაგება პირდაპირაა დაკავშირებული ბაზრებთან და სოფლის მეურნეობასთან. ყველა დიდი ქალაქი თუ ამოვარდა, სოფელმა რამდენი კიტრი უნდა იყიდოს? ხელისუფლებამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ის არ აწარმოებს პროტექციონიზმს, მე დავუშვათ დავიჯერე, მაგრამ საზოგადოებას ეს ხომ არ სჯერა? საზოგადოებას არ ჯერა, რომ იგივე „ჯიბე“ თუ სხვა კომპანია ყოველგვარი მოგების გარეშე აკეთებს ამას“,- აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომ მსყიდველობითი უნარის მიხედვით, საქართველო და აშშ მოქალაქეებზე ერთნაირ დახმარებას გასცემს, ძაბირაძის თქმით, აღნიშნული შედარება ცინიკურია.

„მთელი ცხოვრება სულ მესმის ამერიკის შეერთებული შტატები. კომუნისტები იყვნენ და იმას ედრებოდნენ და ახლაც ამათმაც იმასთან შედარება დაიწყეს. იქ შეიძლება 1500 დოლარია დახმარება, მაგრამ 5000 და 10 000 საბანკო ანგარიშებზე აქვთ შენახული და ჩვენთან რა აქვთ? მე არ ვიცი 1500 დოლარით ამერიკაში რა შეიძლება იყიდო, მაგრამ 200 ლარით რომ აქ მხოლოდ საჭმელს იყიდი, ისიც ერთ სულ მოსახლეზე და თუ ავად გახდა მედიკამენტს. მეტი არაფერი არ არის დღეს 200 ლარი ქვეყანაში. თუ არადა ჩამოწეროს ამ დალოცვილმა ფინანსთა მინისტრმა რას იყიდის 200 ლარად, ხომ იციან ფასები? ამერიკაში რომ დარბის საქართველოს ფასები ნახოს, ამერიკაში რას გარბის“, – განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ინიციატივები გააჟღერა. როგორც პრემიერმა გეგმის წარდგენისას განაცხადა, ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დახმარებაა გათვალისწინებული, მათ შორის მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 1200 – თვეში 200 ლარით დაეხმარება, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს კი, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარს ჩაურიცხავს. გარდა ამისა, სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის მრავალშვილიან და იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. 600-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულია ასევე 2021 წლიდან პენსიის ზრდა, რომელიც ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ბიზნესის დახმარებასაც გულისხმობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.ასევე, მისი თქმით, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved