• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქაჯები ყვირიან, იფურთხებიან, ილანძღებიან, იმუქრებიან, გუნდებად თავს ესხმიან ყველას…” – რას წერს სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
14:38 08-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

“ქართველები ნამდვილად უნიჭიერესი ხალხია.

ჩვენი მიღწევები მეცნიერებაში, სპორტში თუ ხელოვნებაში ჩვენს რაოდენობასთან შეფარდებაში მართლაც გასაოცარია.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე მწვერვალებს ვიპყრობთ ყოველდღიურად სხვადასხვა სახის მარაზმში.
მაგალითად.
ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საოცარი ისტერია ხომ გახსოვთ- მეტი ბრძოლა მეტი ჟინი, წინ მიიწევს პრიგოჟინი და მუცლებში პეპლები?
ახლა მის აფეთქებასთან დაკავშირებულ მარაზმის მწვერვალს იპყრობს ელისო კილაძე, რომელიც მტკიცებითი ფორმით აცხადებს, რომ ბომბი ძვირფასი ღვინის ყუთში იდო, თანაც ისიც იცის, რომ ყუთი სწორედ პრიგოჟინმა გახსნა.
ღვინო ვინც გაუგზავნა, ამას ალბათ მალე გავიგებთ.
რაც მთავარია, უწონებენ და ჯერავთ.
ლევან ბერძენიშვილის დიდებამ არ მოასვენა გიორგი ბაქრაძე, რომელმაც გაბედულად გალანძღა ნესტან-დარეჯანი.
,,კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!”
ალბათ კვლავ დაწერდა ქაჯთა შთამომავალთაგან შეწუხებული ნესტან-დარეჯანი.
ქაჯების შთამომავლებზე გამახსენდა- მთელი საქართველო ნესტან -დარეჯანივით ქაჯთა ტყვეობაშია.
ქაჯები ყვირიან, იფურთხებიან, ილანძღებიან, იმუქრებიან, გუნდებად თავს ესხმიან ყველას, ვისაც მათი ქცევა არ მოსწონს, სხეულს ათასგვარი სვირინგებით იმახინჯებენ, დადიან საცვლებით, ცხვირ-პირში ლითონის რგოლებს ირჭობენ, თმებს წითელ-ყვითელ-მწვანედ იღებავენ, სხეულის ორგანოებს იყენებენ არადანიშნულებისამებრ და ეს ყველაფერი ადამიანის უფლებები ჰგონიათ, რადგან მთავარი ქაჯები ასე ეუბნებიან.
მოკლედ, ქაჯებმა ქაჯობა ადამიანის უფლებებად გამოაცხადეს, დაამკვიდრეს და ადამიანურ ვნებების და ნაკლოვანებების სალ კლდეზე დამყარებული მენტალური ქაჯეთის ციხე ააგეს, რა დაანგრევს ამას არ ვიცი, რადგან ადამიანების გაქაჯების სისწრაფის გათვალისწინებით, მალე ქაჯეთის ციხის დანგრევის მომწონებელიც აღარავინ დარჩება.”
თეგები: სოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved