• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სჭირდება თუ არა ვეფხისტყაოსანს დაცვა? დიახ, სჭირდება. რატომ?” – ვისგან იცავს მურღულია ვეფხისტყაოსანს?

ალია ავტორი - ალია
14:34 08-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
945
ფილოლოგი გია მურღულია, გიორგი ბაქრაძის ძველი ინტერვიუდან ნაწყვეტს ეხმაურება და წერს:
“სჭირდება თუ არა ვეფხისტყაოსანს დაცვა?
დიახ, სჭირდება.
რატომ?
იმიტომ, რომ ამით საქართველო და ქართველი (მეტიც – ზოგადად, კეთილი ადამიანური ბუნება) საკუთარ თავს (ფიქრს, სიტყვას, საქმეს, განწყობას, ღირსებას, სიყვარულს, პასუხისმგებლობას) იცავს.
წარმოუდგენელი სიბეცეა (მეტი რომ არ ვთქვა), საჯაროდ აცხადებდე, რომ ვეფხისტყაოსანში ქალებს არ ამეფებენ ან ნესტანი ცუდი ადამიანია. არც პირველია მართებული და არც მეორე – სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაცისგან ნათქვამი ორივე მამალი ტყუილია.
ეს უცილობლად ასეა, თუ ვინმე სხვა ვეფხისტყაოსანს არ კითხულობს – ის “სხვა” კი, უბრალოდ, არ არსებობს.
ლიტერატურულ პერსონაჟზე არ უნდა იმსჯელო, როგორც მეზობლის ქალზე (კაცზე). საერთოდ, ლიტერატურა ცხოვრებას კი ასახავს, მაგრამ არსებითად განსხვავდება კიდეც მისგან – ის გაცილებით მეტ პირობითობას, სახეობრიობას, სიმბოლურობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს გულისხმობს.
მათ შორის მექანიკურად ტოლობის ნიშნის დასმა უხერხული შეცდომაა.
ნესტანი უპირობოდ გამორჩეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის (რუსთველს ეს ამოცანა არც დაუსახავს) – და, თუ რამ შეცდომას უშვებს, ნანობს კიდეც. ამის “მიღმა” ის ულამაზესი, უჭკვიანესი, “მაღალი და მაღლა მხედია” – ქალი, რომელიც თაობათა შთაგონების წყაროდ და ქართველად ყოფნის ერთ-ერთ დიდებულ მაგალითად იქცა.
ჰო, კიდევ ერთი – ახლა ბავშვებს ორიგინალური (თუნდაც საკამათო) აზროვნებისთვის ბევრი აღარავინ სჯის თუ ამუნათებს. თუ სადმე ასეთი “გამონათებები” არის, მკვეთრად უარსაყოფია. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ქართული განათლების სისტემა (რომელსაც, ცხადია, ბევრი ნაკლი აქვს) მოსწავლეებში კრიტიკულ აზრს მუდმივად ახშობს, ერთმნიშვნელოვნად მცდარია. ასეთი “მსჯელობა” უამრავი კეთილგონიერი და კეთილსინდისიერი მასწავლებლის შეურაცხყოფაა.
მარტივი პრინციპია:
რაც კარგად არ გესმის, იმაზე (მითუმეტეს – საჯაროდ) არ უნდა ილაპარაკო.
რა თქმა უნდა, აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია, მაგრამ იმ აზრს აზრი უნდა ჰქონდეს და, ნებით თუ უნებურად,, არარაობის ან მავნებლობის გზაზე არ დადგეს.
ის, რაც ჩვენს სულსა და გონებას, ჩვენს ხედვას, ჩვენს იდენტობას გამოხატავს, შეფასებისას მეტ დაფიქრებას, მეტ პატივისცემასა და მეტ გაფრთხილებას მოითხოვს.
ნესტანის არ იყოს, შეიძლება ადამიანმა შეცდომა დაუშვას, მაგრამ კარგი იქნება, თუ მასავით მოინანიებს.
ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, გავაქილიკოთ ან ვაგინოთ, არამედ მათ გადაცდომებზე პრინციპულად უნდა მივანიშნოთ, რათა (თუ შეცდომის დამშვებს რაიმე ავტორიტეტი აქვს) საზოგადოება არ დაიბნეს და არამართებული დასკვნები არ გამოიტანოს.
სიტყვა ძლიერია!
კარგია, როდესაც კარგ საქმეს ემსახურება, მაგრამ სახიფათოა, როდესაც ცრუ განწყობებს აღვივებს.”

 

 

 

http://

თეგები: გია მურღულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved