• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ შეთანხმებამ ბევრი ქვეყანა გაამწარა” – თორნიკე შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
13:30 08-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშებიძე:

“დღეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის წლისთავია.
ამ შეთანხმებამ ბევრი ქვეყანა გაამწარა.
მაგრამ არის ქვეყანა რომელიც სწორედ ამ პაქტის შედეგად გაჩნდა, დღესაც არსებობს და ახლა ევროკავშირში შესვლას ლამობს.
(არამასობრივი მოხმარების ისტორიიდან)
…
მოლდოვა, რომელიც შეიქმნა ბესარაბიის (რუმინეთის ნაწილი) და დნესტრისპირეთისა და გაგაუზიის (უკრაინის ტერიტორიები) გაერთიანების შედეგად. უკრაინამ იქვე მიიღო ჩრდილოეთ ბუკოვინა.”

რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა, ხოლო სსრკ-ის მხრიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. ამ პაქტში ასევე საუბარი იყო ცენტრალური ევროპის დაყოფაზე. ეს პაქტი დაირღვა 1941 წელს გერმანიის მიერ, როდესაც იგი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომელიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. 1948 წელს ხელშეკრულება ხელმისაწვდომი გახდა ფოტოსურათების სახით. 2009 წელს ევროპის პარლამენტმა 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე, გამოაცხადა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში არსებული გასაიდუმლოებული მუხლების თანახმად,ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა შეათანხმეს ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ თითოეულის ინტერესების სფეროში. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესთა სფეროთა საზღვარი გახდა ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი. ამავდროულად, ლიტვა იღებდა ვილნიუსს, რომელიც მაშინ პოლონეთის შემადგენლობაში იყო. ასევე ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ ექცეოდა ბესარაბია.

თეგები: თორნიკე შარაშენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved