• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებამ კარგად მოირგო მიმდინარე პროცესები, ტოტალური ძალაუფლებით, ფინანსების გაურკვეველი ხარჯვით, პოპულიზმით და ამ ვითარებაში საარჩევნო კამპანიის ჩატარებითაც – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:26 04-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლება დაავადებულთა სტატისტიკას მალავს მეთქი – თავი გაიგიჟა ზოგიერთმაა, რას ამბობ, რაში აწყობსო. ხომ აღმოჩნდა, რომ აწყობდა და ტესტირებებს მხოლოდ იმიტომ არ ატარებდა, სტატისტიკა არ გაზრდილიყო.

რა აჩვენა ამ ტესტირებამ?

ერთი ის, რომ დაავადებული ბევრად მეტია, მაგრამ ცხოვრობს ეს ხალხი ამ დაავადებით ისე, რომ შეიძლება არც იცოდეს, არც აწუხებდეს, არც პრობლემას ქმნიდეს. ამის მიუხედავად და თავისდა უნებურად ცხოვრობდეს ამ დაავადებასთან ერთად, ისე, როგორც წინა წლებში არსებული მძიმე ვირუსებისგან, რომლებსაც მძიმედ, მაგრამ ვიხდიდით, ერთ-ერთ წელს, საქართველოში გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა თორმეტ თვეში 50 აღმოჩნდა, დაავადებულთა სტატისტიკა კი არავის დაუანგარიშებია, თუმცა მარტივად მივხვდებით, რომ დიდი ალბათობით სრულ 80%-ზე მეტი ვიქნებოდით, მაგრამ ამის მიუხედავად, არაფერი საგანგებო ამ საერთო ავადობაში, გარდაცვლილთა სიმრავლეში ხელისუფლებას არ ჩაუთვლია.

მეორე, რაც ჩანს, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც აწყობს, ისე წარმოადგენს სტატისტიკას, თუ მათ ინტერესებში შედის სტატისტიკით იკეკლუცონ, მხოლოდ მცირედად გამოავლენენ, თუ მათ ინტერესში შედის სტატისტიკის გაზრდა, მაშინ ჩაატარებენ ტესტირებას და მარტივად მიიღებენ გაზრდილ სტატისტიკას.

ხელისუფლებამ კარგად მოირგო მიმდინარე პროცესები, ტოტალური ძალაუფლებით, ფინანსების გაურკვეველი ხარჯვით, პოპულიზმით და ამ ვითარებაში საარჩევნო კამპანიის ჩატარებითაც, თანაც ხალხისვე ფინანსებით.

თუ ახლა სტატისტიკა გაიზარდა, ე.ი. ხელისუფლების ინტერესში შედის ის, რომ პრემიერისგან სადღეგრძელოდ ნათქვამი “კრიზისის დაძლევა” და დაპირებული ფსევდოშეღავათები კვლავ სიმკაცრისა და ულმობელობის სასტიკ მარყუჟში მოაქციოს.

რას იღებს ხელისუფლება ამ ყველაფრის სანაცვლოდ? – იღებს ტოტალურ კონტროლს ჩვენს უფლებებზე, ჩვენს ფინანსებზე, ჩვენს კიდევ უფრო გაღარიბებაზე, თან ისე, რომ მათთვის ნოყიერი ნიადაგია, მთელ მსოფლიოში ასე ხდება და ჩვენ რა გამონაკლისი ვართო, ისე, რომ მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელსაც ნიმუშად წარმოადგენენ, არ ბაძავენ არც სოციალურ პასუხისმგებლობაში და არც მოქალაქეებისადმი მზრუნველობაში, არამედ ძალაუფლების გაძლიერებასა და ტოტალიტარიზმის “გასამართლებლად” იხმობენ მაგალითებად.

რაკიღა ხელისუფლებას არც შეუძლია და არც სურვილი აქვს მოქალაქეები უზრუნველჰყონ, გარდა სამათხოვროდ გადმოგდებული გროშებისა, რითიც მოქალაქეები კიდევ უფრო უსუსურად გრძნობენ თავს და სათამაშოდ ხელისუფლების ხელში. ეს იცის ხელისუფლებამ, მაგრამ იმდენად დიდია ტკბობა ძალაუფლებისა, რომ არც მოქალაქეებს აძლევს ელემენტარულ თავისუფლებას, თავის თავებისა და ოჯახების მინიმალურად უზრუნველყოფა მაინც მოახერხონ.

მთელი ეს პერიოდი ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებას ახდენს, ტოტალურ კონტროლს თითოეულ მოქალაქეზე, ჩვენი თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების სრულ ჩაკვლას.

წინ კიდევ ბევრი მავნე სიურპრიზი გველის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან, მთავარი აპელირება კი სწორედ ამ სტატისტიკის მანიპულირების გზით მოხდება.

ჩვენი სამოქალაქო წინააღმდეგობა კი იმდენად მცირეა, რომ ქინძისთავის ჩხვლეტის ეფექტიც კი არ აქვს. ერთადერთი შანსი ჩვენი ხალხის, ეს არის, გამრავლდეს, ტოტალურად გამრავლდეს წინააღმდეგობის გამოხატვა, კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რომ ეს “ქინძისთავით ჩხვლეტები” ერთი და ორი არაფერია, მაგრამ მასიური, იძულებულს გახდის ხელისუფლებას გონზე მოეგოს და დაგვიბრუნოს დაკარგული უფლებები, დათმოს ტოტალიტარიზმი და დააბრუნოს ის მინიმალური დემოკრატია მაინც, რაც გვქონდა შემორჩენილი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved