• რეკლამა
  • კონტაქტი
18:59, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ის შეშინებულია და ასეთი კაცი ქვეყნის სათავეში უკიდურესად სახიფათოა ამ სახელმწიფოსთვის” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
03:31 08-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,284

ჟურნალისტი ვახო სანაია:

,,

ჩემი აზრით, ივანიშვილის საბედისწერო ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლა იყო. ბევრი რამ არ ვიცით, როგორ მზადდებოდა ეს ნაბიჯი, ვისთან თანხმდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ფაქტით ვიმსჯელოთ. ფაქტი ისაა, რომ შეაბიჯა ამ სივრცეში.

დიდი კაპიტალი დიდი ტვირთია პოლიტიკაში. განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებში. კიდევ მეტად განსაკუთრებით მისი ფულის წარმომავლობის გათვალისწინებით. ასევე რუსეთში მისი კავშირების გათვალისწინებით.

ერთი მხრივ, დიქტატურის ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნო, მეორე მხრივ, ფული დაიცვა. ფული გჭირდება ძალაუფლებისთვის, ძალაუფლება ფულის დასაცავად. ორივე ერთი მთლიანობა ხდება.

პროფესიონალი პოლიტიკოსი ქვეყნის ლიდერი ხდება და როცა აგებს, შედარებით ადვილად თმობს, რადგან არ კარგავს დიდ ფულს და, რაც მთავარია, თავისუფლებას ან სიცოცხლეს.

ოლიგარქის შემთხვევაში სხვანაირადაა – ეშინია, რომ ფულსაც დაკარგავს და თავსაც წააგებს, რადგან მისი მოწინააღმდეგეები მიზანში სწორედ მისი სიძლიერის მთავარ წყაროს – ფულს უმიზნებენ. უფულოდ და უძალაუფლებოდ კი ის განწირულია – ფიქრობს, რომ წაართმევენ, დაიჭერენ, მოკლავენ. ამ კატეგორიებით უყურებს საკითხს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ზღუდავს სივრცეებს, უჭერს მარწუხებს, წვავს ხიდებს და მიდის ვა-ბანკზე.

ეს ვა-ბანკი იწვევს მოწინააღმდეგეების კიდევ უფრო ჩაგვრასა და მსხვერპლს, რაც შურისძიების ისეთ საფუძველს ქმნის, რომელიც ერთხელაც, როცა ძალაუფლებას დაკარგავს, საშინელი ფორმით დაატყდება თავს. არ სჯერა, რომ ვინმე აპატიებს

რთულია დაიჭირო მომენტი, როდის უნდა გაუშვა ხელი ძალაუფლებას. ძალაუფლება მირაჟია – ერთ დღეს ყველაფერი გაქვს და მეორე დღეს – არაფერი. ამიტომ რთულია მასთან განშორება.

ეს მდგომარეობა იწვევს კიდევ უფრო დიდ შიშს, რომ არავინ არაფერს შეარჩენს. როცა ძალაუფლება და კერძო საკუთრებად ქცეული სახელწიფო აღარ ექნება, ვინ დაიცავს მის ფულს ან პირად უსაფრთხოებას. რატომ უნდა დაუჯეროს მისგან გამწარებული ადამიანების სულგრძელობას, როცა ასეთი რამის საერთოდ არ სწამს. როცა ამდენი დანაშაულია ჩადენილი და ამაზე პასუხს მოსთხოვენ. ადვილად მისაწვდომი ხდება ფულისა და ხელისუფლების გარეშე და ეშინია – სიღატაკის, პატიმრობის, ფიზიკური განადგურების. ასე აზროვნებს ყველა ავტორიტარი და დიქტატორი.

ეს ქვეყნის შიგნით.

ახლა გარეთ.

რუსეთის ტყვიასავით ეშინია. ვერ ვიტყვი, რომ ცდება. ალბათ მართალია ამ საკითხში. ვალდებულებები აქვს და მისი შეუსრულებლობა ძვირი ღირს. ის იცნობს რუსეთს, ზედმეტად კარგად და იცის, როგორ უხდიან სამაგიეროს. 90-იანი წლებიდან მის თვალწინ იყრებოდა გვამები. ბევრი დაიღუპა. ეს გადარჩა. ასევე იცის, რა შეუძლია ჩეკისტ პუტინს – როგორი დაუნდობელია და პირადი ბრძანებით უსწორდება ურჩებს.

ამასთან, არც ისეთი გულუბრყვილოა, არ იცოდეს, ამერიკასთან ასეთი დაპირისპირება ცეცხლთან თამაშს რომ ნიშნავს. შეთქმულების თეორიებისკენ, რომ მიდრეკილია, ვხედავთ. ამერიკაზე მისი წარმოდგენებიც მეტ-ნაკლებად გასაგებია. ამერიკისაც ეშინია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მისი ბედი რუსეთთანაა დაკავშირებული.

ასეთი ვითარებაა – ქვეყნის შიგნით ეშინია, ქვეყნის გარეთ ეშინია. თითოეული ადამიანის ეშინია, მისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე პოტენციური მტერია; მისი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი პოტენციური შეთქმულია და ამიტომაც მტრებად ცხადდებიან, როგორც კი მას დაშორდებიან.

თავში ვახსენე, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა ყველაზე მძიმე პიროვნული შეცდომა იყო, მაგრამ გავიმეორებ, არ ვიცით ბევრი დეტალი, როგორ მივიდა ამ ნაბიჯამდე, რა ფაქტორები ახდენდა გავლენას. არც ის ვიცით, პოლიტიკაში რომ არ შემოსულიყო, ექნებოდა კი გარანტია, რომ მის ფულს არავინ შეეხებოდა ? ან იქნებ თავიდანვე სახელმწიფოს ფლობის სურვილი ჰქონდა და ეს იყო მიზეზი ? ან იქნებ სხვა გზა არ ჰქონდა და ვალდებულება დააკისრეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა ?

ის შეშინებულია და ასეთი კაცი ქვეყნის სათავეში უკიდურესად სახიფათოა ამ სახელმწიფოსთვის.

სწორედ ამით აშანტაჟებს მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერზე წავა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ომის თემაც ესაა – იმდენად შიშის დათესვა კი არაა, რამდენადაც შანტაჟი, რომ ის თავად დაიწყებს ომს – ოღონდ ხალხის წინააღმდეგ რუსის დახმარებით. ესაა შინაარსი ამ ყბადაღებული ომის შიშისა. უბედურება, სიღატაკე, ჩამორჩენილობა – ეს იქნება სულ, მაგრამ გერჩივნოთ, მაინც მე ვიყო, რადგან უარესის მოწყობაც შემიძლია. ამას გვეუბნება.

ქვეყნისთვის გამოსავალი ყოველთვის არსებობს – ბევრი ხალხი, უდიდესი უმრავლესობა და განიარაღდება. უნდა იგრძნოს და მიხვდეს, რომ ხალხის რისხვა გაცილებით სასტიკია, ვიდრე იმის, ვისიც ეშინია. ალბათ იმასაც ფიქრობს, რომ საქართველოში წაგებული შეიძლება, არავის დასჭირდეს მოსკოვში და ვერც იგრძნობს თავს უსაფრთხოდ რუსეთში, თუ საერთოდ წაიყვანეს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ.”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved