• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შევიძინოთ კრიპტო საქართველოში ყველაზე მარტივად?

ალია ავტორი - ალია
12:00 08-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,997

თანამედროვე სამყაროში ხშირად შევხვდებით კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ტერმინებს, როგორიც არის ეთერიუმი, კარდანო, ბიტკოინი, ბლოკჩეინი და ა.შ.

მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება და კრიპტო ვალუტის ყიდვა უფრო მეტ ადამიანს უნდა, გამონაკლისი კი, არც ქართული ბაზარია.  

საქართველოში კრიპტოვალუტებს განსაკუთრებული ყურადღება ბიტკოინის ფასის ზრდის პერიოდში მიექცა და მას შემდგომ სხვადასხვა კრიპტო აქტივის მიმართ, იქნება ეს ლაითქოინი, სოლანა თუ სხვა მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება. ქართველი კრიპტო თრეიდერებისათვის საყვარელ კრიპტოვალუტას ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბიტკოინი წარმოადგენს, რომელსაც სხვაგვარად კრიპტო ოქროსაც უწოდებენ, თუმცა მნიშვნელოვან როლს სხვა ქოინებიც თამაშობენ. 

თუკი კრიპტო სფეროში ჩართვა მოგინდა და რომელიმე ციფრული აქტივის ყიდვა გადაწყვიტე, ბაზარზე რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი, როგორც ქართული, ისე უცხოური კრიპტო პლატფორმები. ბაზრის უმეტესი წილი, ქართულ კომპანიებს უჭირავთ და მათ მომხმარებლებისათვის მოსახერხებელი პირობებიც აქვთ, იქნება ეს წარმოდგენილი კრიპტოვალუტების მრავალფეროვნება, დაბალი საკომისიოები თუ მაღალი ლიკვიდურობა. 

 

როგორ დაიწყო კრიპტოვალუტებით ვაჭრობა საქართველოში?

თუ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ან რომელიმე კრიპტო ვალუტის ყიდვა მოგინდა, ამისათვის კრიპტო ბირჟას უნდა მიმართო. 

კრიპტო ბირჟები წარმოადგენენ ერთგვარ დამაკავშირებელ პლატფორმებს, რომლებიც თრეიდერებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა აქტივების ყიდვა, გაყიდვა ან გადაცვლა სურთ აერთიანებენ და მათ სავაჭროდ კომფორტულ და მისაღებ გარემოს უქმნიან. 

საქართველოში არსებობს რამოდენიმე პოპულარული კრიპტო პლატფორმა, ესენია კრიპტალი, ქოინმანია, მაიქოინსი და ბაინანსი. ყოველ მათგანს საკუთარი შედარებითი უპირატესობა გააჩნია და მორგებულია კონკრეტული სტილის თრეიდერზე. 

თუ გამოცდილი კრიპტო თრეიდერი ხარ, შესაძლოა ბაინანსი ყველაზე კარგი პლატფორმა იყოს კრიპტოვალუტების სიმრავლიდან გამომდინარე, თუ უპირატესობას ქართულ კომპანიას ანიჭებ, მაშინ შეგიძლია მაიქოინსი ან ქოინმანია გამოიყენო, ხოლო თუ მარტივი და სწრაფი პლატფორმის გამოყენება გინდა, რომელიც გამოირჩევა სანდოობით და თანაც ქართულია, არჩევანი შეგიძლია კრიპტალზე შეაჩერო. 

 

როგორ შეგიძლია მარტივად იყიდო კრიპტოვალუტა კრიპტალის დახმარებით?

სანამ რომელიმე კრიპტოს ან სულაც ბიტკოინის ყიდვას გადაწყვეტ, კრიპტალზე მარტივი რეგისტრაციის პროცესი უნდა გაიარო, რათა შენი კრიპტო ან ფიატ აქტივები დაცული იყოს პლატფორმაზე და თავი აარიდო თაღლითურ სქემებს. 

კრიპტალი აღჭურვილია უსაფრთხოების სხვადასხვა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით. 

რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდგომ, რომელიც რამოდენიმე წუთს მოითხოვს, შეგიძლია შენი პირველი კრიპტოვალუტა იყიდო. ამისათვის მომხმარებელს ორი გზა აქვს – გამოიყენოს ბირჟა ან გამოიყენოს კრიპტალის სწრაფი გადაცვლის, ანუ კონვერტაციის ფუნქციონალი. 

ბირჟაზე თავს იყრიან სხვადასხვა თრეიდერები, რომლებსაც თავიანთი კრიპტო აქტივები გამოაქვთ გასაყიდად ან სურთ რომ რომელიმე კრიპტოვალუტა შეიძინონ, იქნება ეს ეთერიუმი, კარდანო თუ სხვა. 

შენ მარტივად უთითებ, რა ტიპის ოპერაცია გინდა (ყიდვა & გაყიდვა), რომელი აქტივია შენთვის საინტერესო და რა მოცულობის ტრანზაქციის განხორციელება გინდა, შემდგომ კი ელოდები, რომ შენი მოთხოვნა საპირისპირო მხრიდან რომელიმე ადამიანმა დააკმაყოფილოს და ციფრული გარიგებაც შედგეს, რის შემდგომაც შენს საფულეში მიიღებ კრიპტოს ან ფიატ ვალუტას. 

საბირჟო გარიგება განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის, რომლებმაც იციან რისკები და სწორი მომენტი თუ როდის უნდა იყიდონ კრიპტოვალუტა. ბირჟაზე ვაჭრობისას მომხმარებელს აქვს თავისუფლება, რომ კრიპტოვალუტა მისთვის სასურველ ფასად შეიძინოს, ანუ შენ შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო, თუ რა ფასად ხარ მზად კონკრეტული აქტივი იყიდო და როდესაც ბაზარზე კრიპტოვალუტის ფასი მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, სისტემა ავტომატურად შეიძენს შენს მიერ წინასწარ გაწერილი წესებით სასურველ კრიპტოს. ამგვარი ტექნიკის წყალობით, შესაძლებელია, რომ მომხმარებელმა რომელიმე კრიპტო აქტივი შედარებით კარგ ფასში შეიძინოს, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობას გამოცდილება სჭირდება.  

ხოლო კონვერტაციის გამოყენებისას, შენ მომენტალურად ცვლი აქტივებს ერთმანეთში და არ გიწევს ლოდინი, თუ როდის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მიერ განთავსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. არამედ საფულეში მოთხოვნილ კრიპტოს სულ რამოდენიმე წამში, ლოდინის გარეშე იღებ.

კონვერტაცია, ანუ სწრაფი გადაცვლა კი, საქართველოში ყველაზე მარტივი გზაა, რომ შეიძინო კრიპტოვალუტა მომენტალურად. მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გამოცდილება გაქვს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. 

შენ უბრალოდ უთითებ რომელი კრიპტოვალუტის ყიდვა გინდა და რა რაოდენობით, სულ ეს არის.

შეჯამება

კრიპტოვალუტები საქართველოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და ირგვლივ წარმატების უამრავი ისტორია გვესმის, რომელიც ციფრულ აქტივებს უკავშირდება. ბუნებრივია, ჩნდება სურვილი რომ შენც ჩაერთო კრიპტო ციებ-ცხელებაში, თუმცა ამისათვის ზუსტად უნდა იცოდე რა გსურს. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეარჩიო შენზე მორგებული კრიპტო ბირჟა, რომელიც დაგეხმარება, რომ საქართველოში კრიპტო ყველაზე მარტივად შეიძინო, ზედმეტი პროცედურების გარეშე და ასევე, შენი ნაყიდი აქტივები უსაფრთხოდ და დაცულად განათავსო. 

აუცილებელია გაითვალისწინო, რომ კრიპტო ბაზარს თან ახლავს რისკები, რომლებიც კარგად უნდა აწონ დაწონო. კრიპტოვალუტები გამოირჩევიან დროის მოკლე პერიოდში დიდი პროცენტული ზრდით და შესაბამისად, შეუძლიათ, რომ ადამიანებს დიდი მოგება მოუტანონ მცირე დროში, თუმცა საპირისპიროდ, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს და რისკების სწორი გათვალისწინების გარეშე, არასწორი კრიპტო აქტივი შეიძინო. 

სასურველი კრიპტო ბირჟის შერჩევამდე ჩაატარე მცირე მოკვლევა, დარეგისტრირდი ყველა ხელმისაწვდომ კრიპტო ბირჟაზე და გამოსცადე მათი ფუნქციონალი, ხოლო პირველი კრიპტოვალუტის ყიდვამდე, კარგად გაერკვიე მის საბაზრო მდგომარეობაში და ასევე, შენს საჭიროებებში, თუ რა მიზნით ყიდულობ ამა თუ იმ კრიპტო აქტივს.

თეგები: კრიპტალიკრიპტოკრიპტოვალუტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved