• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხალხის ძალა“: ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი ენჯეოების ყველა თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
11:36 08-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკული პროკურატურის მიერ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენაზეა საუბარი.

„ამერიკულმა პროკურატურამ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი ხმამაღალი სათაურით: „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, რაც ბრალდებულმა იცოდა, მაგრამ მაინც გამოთქვამდა, რათა უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“.

გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი ენჯეოების ყველა თავმჯდომარე. იმავეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს, ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი.
ჩვენი აზრით, არჩევნების გაპროტესტების საქმეზე ტრამპისთვის ბრალის წაყენება სრული აბსურდია. როგორც ჩანს, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის არ იყოს, ამერიკაში ამ სფეროშიც რუსული კანონი მოქმედებს. როდესაც პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ მხოლოდ ეჭვს გამოთქვამს, მაგრამ არავითარ აქტიურ ქმედებას არ ახორციელებს და ამისათვის მას პროკურატურა ბრალს უყენებს, აშკარაა, რომ ამერიკული დემოკრატია ტოტალურ კრიზისშია. ეს ყველაფერი მით უფრო აბსურდულია, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ოდირმაც უამრავი სერიოზული ხარვეზი დააფიქსირა.

თუმცა, რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, აქ რადიკალებისთვის ბრალის წაყენების ყველანაირი საფუძველი არსებობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი რადიკალები არა მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდნენ, არამედ პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ, ცესკოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე თვე პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო მხარდაჭერილი მდიდარი ენჯეოების მიერ, რომლებმაც ცესკოში შეჭრის მოსურნე რადიკალების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაც კი გააპროტესტეს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ღიად უჭერდნენ მხარს. მათვე გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ოქმებში ზედმეტობის მონაცემები, იტყუებოდნენ, რომ ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის გამო, არჩევნების ლეგიტიმურობა თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ყალბ ბრალდებებზე საპასუხოდ, ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გადათვალა მრავალი ათეული საარჩევნო უბანი, უტყუარად დაამტკიცა, რომ არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის შედეგები იყო გაყალბებული. თუმცა, ოპოზიცია და მისი უცხოელი და შიდა მფარველ-სატელიტები პარლამენტის არალეგიტიმურობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდნენ სიცრუის გავრცელებას.

მიგვაჩნია, რომ არა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონით, არამედ საქართველოში მოქმედი ქართული, ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, ნამდვილად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved