• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა” – რას აცხადებს შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი?

ალია ავტორი - ალია
14:46 08-19-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია `პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მოთხოვნა დააკმაყოფილა და შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდას, დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნო. `აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია”- ამბობენ ორგანიზაციაში და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას ისინი გააგრძელებენ. პერიოდულად კი საზოგადოებას მიაწვდიან სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ პროკურატურამ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.

ანა თავხელიძე, ადვოკატი, `პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის:

– გუშინ ჩავერთეთ ამ საქმეში. ვიცავთ დავით ბერიაშვილის დედის ინტერესებს. პროკურატურისგან ვითხოვდით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში. რადგან ვთვლით, რომ ადგილი ჰქონდა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, საჯარო მოხელეების მხრიდან თავიანთი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ვითხოვდით ამ კვალიფიკაციით მომხდარიყო დედის დაზარალებულად ცნობა. ამ ნაწილში პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გვაღიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, თუმცა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, 116 მუხლით. პრობლემა ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ სამოხელეო დანაშაული, ანუ საჯარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი გაიტანა ამ შეფასებით პროკურატურამ, რასაც არ ვეთანხმებით. ასევე ვითხოვდით, რომ კვალიფიკაცია დაზუსტებულიყო და გამოძიებაში დამატებოდა სხვა მუხლები, როგორიც არის ადამიანის განსაცდელში მიტოვება და სამსახურებრივი გულგრილობა. ამ ნაწილში ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენთვის არ უცნობებიათ. მესამე მოთხოვნა კი იყო გამოსაძიებლად საქმე დაქვემდებარებოდა პროკურატურას და საქმიდან სრულად გამოთიშული ყოფილიყო შს სამინისტრო, რადგან ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ფაქტია, შს სამინისტრო იყო ყველაზე აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და კანონით ევალებოდ მას ეფექტური რეაგირება. ვინაიდან ამ ნაწილშიც ბევრი კითხვის ნიშანი არის ამ დრომდე ვსაუბრობთ, რომ იქ განსაცდელში მიატოვეს ადამიანები, ამიტომ ცხადია, უწყება თავის ქმედებებს ვერ გამოიძიებს და უნდა გადაეცეს პროკურატურას. თუმცა ამ ნაწილში პროკურორმა ზეპირად განგვიმარტა, რომ არ დააკამყოფილა ჩვენი ეს მოთხოვნა და მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ესეც არა იმ კვალიფიკაციით, რითაც ვითხოვდით საქმის დაკვალიფიცირებას. ასევე პროკურორს მოვთხოვეთ არაერთი მტიცებულების მოპოვება, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა და დოკუმენტების გამოთხოვა სხვადასხვას უწყებებიდან, რაც ადასტურებს, იმას რომ აქ სახელმწიფოს და საჯარო მოხელეების ბრალეულობაა. როგორც გვითხრეს ნაწილი მტკიცებულებების შეგროვებულია და გაგრძელდება მტკიცებულებების შეგროვება. ასევე ვითხოვდით საქმის მასალების სრულად გადმოცემას, იმიტომ რომ კანონით დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება მოითხოვოს მასალები, თუმცა ამაზე სამწუხაროდ უარი გვითხრა პროკურატურამ. გვითხრეს რომ მხოლოდ შეუძლიათ წაგვაკითხონ საქმის მასალები, რაც ცალსახად არის დარღვევა კანონმდებლობის და არის მცდელობა იმის, რომ შეგვიზღუდონ წვდომა საქმის მასალებზე. არადა შეუძლებელია მოცულობით საქმე წაიკითხო ერთხელ და ეს იყოს საკმარისი იმისთვის რომ საფუძვლიანად შეისწავლო საქმე. ეს არის ხელშეშლა რეალურად, წვდომა უნდა გვქონდეს საქმის მასალებზე. იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილებას შეცვლის პროკურატურა, ვაპირებთ გავასაჩივროთ ზემდგომებთან ეს გადაწყვეტილება. ცალსახად საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილია დანაშაული.

– მტკიცებულებების კუთხით რა ხდება?

– მტკიცებულებები ისედაც უნდა ჰქონდეს პროკურატურას შეგროვებული. ეს არის არის მტკიცებულებები, რაც საჯაროდ ვრცელდება და საჯაროდ მისაწვდომია. ის რომ არსებობდა მაღალი რისკი კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე მოვლენათა ამგვარი განვითარების, ეს ჩანს, ანუ სახელმწიფოს ევალებოდა და უნდა ჰქონოდა ადრეული შეტყობინების სისტემა დანერგილი, რაც არ ჰქონდა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევა. მითუმეტეს წინა გამოცდილებები არსებობდა. ამ ტერიტორიაზე არაერთხელ ყოფილა სტიქია, არა ამ მასშტაბის, მაგრამ მსგავსი სტიქიური უბედურება. იგივე წყალმოვარდნა და ინფრასტრუქტურის დაზიანება ამ მონაკვეთზე. რაც მთავარია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლის პროგნოზებში იყო მითთებული, რომ მაღალი რისკის შემცველი იყო კონკრეტულად ეს ტერიტორია და იყო საშიშროება იმის, რომ გაენადგურებინა სტიქიურ უბედურებას შოვის ინფრასტრუქტურა. ეს იცოდნენ, ჰქონდათ პროგნოზირებული წინასწარ, მაგრამ არ მიიღო ზომები, რომ აერიდებინა. ეს ავტომატურად ნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევას, საჯარო მოხელეების გულგრილობას. სწორედ აქედან გამომდინარე დადგა ეს შედეგი და ამ კონტექსტში და ამ კუთხით ვითხოვდით ჩვენ დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას.

– ეს იმას ნიშნავს რომ დანაშაულია ჩადენილი?

– დიახ, საჯარო მოხელეების, სახელმწიფოს მხრიდან არის ჩადენილი ეს დანაშაული. ვითხოვთ შეისწავლონ და შეფასონ რას ჰქონდა ადგილი. სამსახურებრივ გულგრილობას, განსაცდელში მიტოვებას და ა.შ. პრევენციული ზომების მიღება შს სამინისტროსაც ევალებოდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც ევალება კანონმდებლობით რომ პრევენციული ზომები გაატაროს. ასევე მოვთხოვეთ პროკურატურას მოიპოვოს ინფორმაცია და გვაცნობოს რა პრევენციული ზომები ჰქონდათ გატარებული თავდაპირველად იმისთვის, რომ ეს ზიანი შემცირებულიყო. ახლა ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. რაც არის გამოტანილი იქაც გარკვეულ ნაწილს არ ვეთანხმებით და ვაპირებთ გავასაჩივროთ, პრევენციული ზომების მიღება ევალებოდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბერიაშვილის ინტერესებს ვიცავთ. დედა ითხოვს გაირკვეს რა მოხდა და პასუხი აგონ დამნაშავეებმა. სხვა მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დაგვიყენებია.

წყარო: კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved