რადიო თბილისმა (FM 93.5) The Killers -ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა. ინფორმაციას რადიომაუწყებელი თვითონ ავრცელებს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. რუსეთი ოკუპანტია!” – აღნიშნულია განცხადებაში.
Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა დარბაზიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
კომენტარები