• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გახარიას ერთ რამეში ვეთანხმები…“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:57 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,091
ექსპერტი გია ხუხაშვილი გახარიას გუნდის განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობს:
„გახარიას ერთ რამეში ვეთანხმები, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად რიგგარეშე სესიის მოწვევა არასწორია.
ჯობია, ეს საკითხი საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე, სექტემბრის დასაწყისში იყოს განხილული. მანამდე დაიცლება ორივე მხარე და შესაძლებელი იქნება პროფესიული, საგნობრივი საუბრის დაწყება.
მანამდე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უნდა მოხდეს საზოგადოების სრული კონსოლიდაცია სიმართლის დადგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით ყოველგვარი წინასწარი დათქმების, სპეკულაციების და ურთიერთბრალდებების გარეშე.
საზოგადოების ინტერესია არა ხელისუფლების უპირობო დადანაშაულება, ან გამართლება, არამედ ჭეშმარიტების დადგენა, დაღუპულთა სულების, ჭირისუფლების და თუნდაც ჩვენი მომავლის სახელით.
მოთხოვნა უნდა იყოს მკაცრი და შეუვალი. კენჭისყრის დროს პარლამენტის წინ უნდა დადგეს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც შოვის ტრაგედია არ იყო ერთ-ერთი რიგითი, გადასაგორებელი პრობლემა და რომელიც დღესაც ჭირისუფალია.
სახელმწიფოებრივი ლოგიკით ეს პროცესი ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს და თუ დავინახავთ, რომ ეს ასე არ არის, მათ უნდა ნახონ, თუ რას ნიშნავს გაბრაზებული, ჭირისუფალი საქართველო, რომელიც ითხოვს სამართალს.
მანამდე გახარიას ჯგუფსაც გაუქრება ილუზია, რომ ვინმე მათ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხებს გასცემს და შესაბამისად მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, იმედია სწორ მხარეს.
ბოლოს კი მინდა ვთხოვო – ნუ მოიხსენიებენ შოვის ტრაგედიის შემსწავლელ კომისიას ნაცების ინიციატივის კონტექსტში, ჯერ იმიტომ, რომ ეს მათი ინიციატივა არ ყოფილა და გარდა ამისა მეტი პატივი უნდა სცენ დაღუპულთა სულებს და ჭირისუფლებს და ნუ დაიყვანენ ამ პრობლემას ვიწრო პარტიული თამაშების დონეზე.“

,, ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა” – პარტია ,,საქართველოსთვის”

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved