დღეს, 12 აგვისტოს, გამთენიისას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები