საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის წინ 3 ტესტ მატჩს ჩაატარებს და პირველი სპარინგი რუმინეთის წინააღმდეგ იქნება.
მატჩის წინ ტრადიციულად კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც ლევან მაისაშვილის გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველო დღევანდელ მეტოქეს სულ 27-ჯერ შეხვდა, 9-ჯერ დამარცხდა, ერთხელ ფრე ითამაშა და 17-ჯერ მოიგო. საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება
კომენტარები