• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასაცავი აღმოვჩნდი ბოროტი და მიკერძოებული ადამიანებისგან… მოვიტყუებ რომ ვთქვა არ განვიცადე–თქო, მაგრამ…”– რაჭველი

ალია ავტორი - ალია
14:24 08-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,087
მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:
“რთულ დღეებში განსაკუთრებულად საგრძნობია ძვირფასი ადამიანების დანაკლისი და მონატრება… ჩემ ცხოვრებაში უკვე არაერთი ოჯახის წევრი და ახლობელი გავაცილე ამ ქვეყნიერებიდან, მაგრამ დედასთან ერთად ყველაზე მძაფრად გია ყანჩელის გვერდში ყოფნა დამაკლდა. ნამდვილად არ შემწყდარა მასთან მუსიკით გამყარებული სულიერი კავშირი, მეტიც, ალბათ უფრო გამიღრმავდა და დაიხვეწა, მაგრამ ის, რომ ვერ ვნახავ, ვერ მოვისმენ მის რჩევა-დარიგებას, შენიშვნას, პროფესიულ მოსაზრებას, მაინც დიდ სიცარიელეს ქმნის, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი შეავსებს. დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე განცდა აქვთ ჩემს იმ მეგობრებს, რომლებიც ასე დაგვიახლოვა და როცა კი საშუალება უჩნდებოდა სულ გვაგრძნობინებდა რომ უხაროდა ჩვენთან ერთად ყოფნა საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც. წუხელ ვიხსენებდი და აღმოვაჩინე, რომ თითქმის ორ ათეულ ქვეყანაში ვარ მასთან ერთად ნამყოფი, ზოგან როგორც მისი მუსიკის დირიჟორი, ზოგან როგორც პიანისტი, ხანაც კონცერტმაისტერი, ზოგჯერ კი მისი მსოფლიო პრემიერის დამსწრე და წარმატების გამზიარებელი… ყოველი წუთი უსაზღვროდ ძვირფასია და მინდა რომ არასოდეს დამავიწყდეს!
ეს დღეები ძალიან რთულად გასატარებელი აღმოჩნდა მთელი საქართველოსთვის და ჩემთვისაც, მერე კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ საზოგადოების დასაცავი აღმოვჩნდი ბოროტი და მიკერძოებული ადამიანებისგან, რომლებმაც ჩემსკენ უარყოფითი ენერგია უშურველად და არასამართლიანად მომართეს. მოვიტყუებ რომ ვთქვა არ განვიცადეთქო, მაგრამ შოვის ტრაგიკული მოვლენის მსხვერპლთა ტანჯვის წარმოდგენა ყველა სხვა განცდას აბათილებს და ახლა, როდესაც ასეთი ტალღოვანი ემოციური დრო გვიდგას 10 აგვისტოც მოვიდა და მომინდა კიდევ ერთხელ შევუთვალო მას დიდი მადლობა, პირველ რიგში ყველაზე ზუსტად მიგნებული ჰარმონიისთვის, მელოდიისთვის და დრამატურგიისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისია, რითიც მსოფლიო მუსიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა და რის გამოც ასრულებენ მის შედევრებს დიდი დირიჟორები, სოლისტები, მაღალი რეპუტაციის გუნდები და ორკესტრები, ვოკალური და კამერული ანსამბლები. მეორე რიგში მადლობა იმისთვის, რომ მასწავლა შიშის დაძლევა, მაგალითად დამიტოვა სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა, თუნდაც სიტყვიერი, როცა ეგ გრჩება ბერკეტად, დაბოლოს იმისთვის, რომ ასე ძალიან მაგრძნობინა სიყვარული, უპირობო მხარდაჭერა, შეფასება და სრულყოფილი ნდობა მისი მუსიკის შესრულებისა და ინტერპრეტირებისას.
დღეს გია ყანჩელი 88 წლის გახდებოდა, იქნებოდა ძალიან სევდიანიც და ძალიან გაბრაზებულიც, ზუსტად ისე, როგორი ჟღერადობის სიმფონიური მუსიკაც დაუტოვა სამშობლოს და კაცობრიობას!”
თეგები: ნიკოლოზ რაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved