• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიდეო ჩემთვის ცნობილი არ იყო, ქეიფი ასეთ დროს ვერ გამართლდება” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:02 08-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,234

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

“✅ ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება.
☑️მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჩვენი გმირების პატივის მისაგებად ასულს, კონკრეტულმა სამთავრობო მედიამ დასვა შეკითხვა, რომელიც ზოგადად ცნობილია პროვოკაციებით. მედია საშუალება, რომელიც არანაირი კითხვა არ დაუსვამს შოვში განვითარებულ ტრაგედიაზე, არანაირი კრიტიკული კითხვა, რომ ღამით მიატოვეს მოქალაქეები, რომ ორი დღის განმავლობაში მდინარე გაქრა და ეს არავის არ მოუკითხავს, რომ ვერტმფრენები არ გვყავს, გაყიდეს ეს ვერტმფრენი, რომ ღამით განათება ვერ ხერხდებოდა და მიატოვეს სტიქიის დროს ადამიანები, ამაზე რომ კითხვები არ დაუსვამთ, იკითხა კონკრეტულმა სამთავრობო მედია საშუალებამ ქეიფთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არც კადრი, არც ვიდეო ჩემთვის ცნობილი არ იყო, შეუძლებელი იყო იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც ადამიანს ნანახი არ აქვს, ამიტომ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – ასეთ პირობებში, ასეთი გლოვის დღეებში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რაიმე სახის ქეიფი, კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, როგორც ორი შვილის მამას უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება, ამდენი ადამიანის გამწარება, ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგა ოჯახებმა, მცირეწლოვანი ბავშვები.
✅ ყოველდღიურად სტრესის ქვეშ გვიწევს მოქალაქეებს ცხოვრება და ცალსახად მინდა ვთქვა, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ მინისტრი, შს მინისტრი, სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეკუთვნოდა, ვისახე ეხებოდა, ევალებოდა ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
☑️ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ფაქტს და ვწუხვარ ასეთ თემებზე რომ გვიწევს ასეთ მძიმე პირობებში კომენტარის კეთება.”

(ვიდეო) – ქეიფი და ცეკვა, რომელიც გლოვას “დაემთხვა” – ოპოზიციის და ოცნების წევრების “ოცნებისა” და ოპოზიციის წევრების ქეიფი გლოვის პარალელურად

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved