• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე პროცესი ერთდროულად დაიწყებოდა და ეს წარმოქმნიდა ამ ნაკადს” – ნინო ჩხობაძე

ალია ავტორი - ალია
12:41 08-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
274

მე არ მაქვს უფლება ეჭვი შემეპაროს ამ დასკვნასთან დაკავშირებით. პირიქით, ვამბობ, რომ ეს საკმარისი არ არის. აშკარაა, რომ ამას სჭირდება უფრო სერიოზული კვლევები, იმიტომ რომ კიდევ რაღაც პროცესები გვაინტერესებს. ახლა დადგა დრო, როცა სპეციალისტებმა სპეციალისტებს უნდა ჰკითხონ -აი ახლა რა? – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარემ“ ნინო ჩხობაძემ შოვში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე შოვში განვითარებული სტიქიის მსგავსი მოვლენები გახშირდება.

„როცა დღე-ღამური ნალექის რაოდენობა, რომელიც ჩამოედინება ასეთ ზონებში არ აღემატება 30 მილიმეტრს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ წყნარად – არაფერი მოხდება. თუ 30-ს ავცდებით უკვე შესაძლებელია წარმოიქმნას ღვარცოფული ნაკადები და თუ 80-100 არის, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება ღვარცოფი. ანუ, ჩვენ რომ გვცოდნოდა ზემოთ, მთაში რამდენი მილიმეტრი იყო მოსული დღე-ღამური ნალექი, მაგ შემთხვევაში გავაფრთხილებდით ნახევარი საათით ადრე. შეიძლება.

წინასწარ ვერ ამბობ როდის რა დაიწყება. ვერავინ წარმოიდგენდა რომ რამდენიმე პროცესი ერთდროულად დაიწყებოდა და ეს წარმოქმნიდა ამ ნაკადს. პროგნოზი იმისა, რომ ეს ღვარცოფული მდინარეა, პროგნოზი იმისა, რომ აქ შეიძლება ჩამოვიდეს მეწყერი, გაკეთებულია. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის პრევენციაა, რომ იქ არ უნდა დავუშვათ მშენებლობა. რაღაც გამოსავალი ეს არის. პრევენციული ღონისძიება პირველ რიგში არის ეს. როცა ეუბნებიან ადამიანს, რომ არ შეიძლება აქ რაღაცის აშენება და ბრაზდება, რატომ არ მაძლევენ ნებართვასო, უნდა დაწყნარდეს და თქვას: „გასაგებია, არ შეიძლება, ესე იგი არ შეიძლება“.

კლიმატის ცვლილების ფონზე გახშირდება ასეთი მოვლენები. ამიტომ ახლა სასწრაფოდ არის ასაწყობი სისტემა ყველა საკურორტო ტერიტორიაზე, ყველა შენაკადზე. კურორტზე სადაც შემოდის მდინარე ყველგან უნდა დავაყენოთ სენსორები, იმიტომ რომ ყველა ჩვენი მდინარე არის ღვარცოფული“, – აცხადებს ჩხობაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved