• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოდიში, კი გათენდა, მაგრამ გაწვიმდაო… დილით რომ გაწვიმებულიყო, ვერც იმ 152 ადამიანს გამოიყვანდნენ?” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
16:10 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
540
ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“ბოდიში, ღამეა.
მადლობა, გათენდა.
ბოდიში, გაწვიმდა.
დახმარება არ გვინდა.
ვერტმფრენები გვინდა და არ გვაქვს, მარა გვექნება.
ვერტმფრენები არაა ახლა საჭირო, მაგრამ იმ ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელიც ადგილობრივებმა იპოვეს, ვერტმფრენით ამოიყვანეს.
ადგილობრივების დახმარებაც არ გვინდა, მაგრამ მეშვიდე ცხედარი მათ იპოვეს.
გუშინ ჯარის დახმარებაც არ გვინდოდა, როცა ტყეში 152 ადამიანი ჩატოვეს, მაგრამ დღეს გვინდა, მერე რა, რომ გუშინ ვითხოვდით.
დღეს გადაწყდა ჯარის დახმარება და თავდაცვის მინისტრმა, ახლა ვემზადებით და რამდენიმე საათში მზად ვიქნებითო. მზადყოფნაც არ იყო. რა საჭიროა.
ვერტმფრენები სამაშველოსთვის გვინდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა, მე ავარჩევ რა ვერტმფრენი უნდა იყიდოს შსს–მო – გიჟი მიუშვი ნებასა…
მიცვალებულებს ორშაბათამდე ვერ ვიპოვით ალბათო, პრემიერმა, ამიტომ ორშაბათს ვიგლოვოთო.
ხო, დახმარება არ გვინდაო, მაინცო.
პრემიერი 24 საათის მერე გამოჩნდა სტიქიიდან და დაწერეს, უკვე რაჭაშიაო, უკვეო, 24 საათის მერეო, უკვეო.
დილით, ტყეში ღამენათევი 152 ადამიანიდან 60 გამოიყვანეს პირველ ჯერზე და ურა, 60 უკვე გამოიყვანესო, უკვეო, მთელი ღამის მერეო და 92–ს რომ მეორე და მესამე გზაზე გამოიყვანდნენ, რა უჭირს.
ჩამოიყვანეს 220 ადამიანი თბილისში და სახლებში გაუშვეს, თავი არ აქვთ გატეხილი და ვენა არ აქვთ გადახსნილიო, არც ნევროლოგი უნდოდა, არც ფსიქოლოგი, არც შემოწმება.
რომელიმე თუ გარდაიცვლება მერე, იტყვიან, ინერვიულა ოჯახზეო, იმ ღამეს, ტყეში რომ გაატარეს, კი არავინ დააბრალებს, ან მერე თბილისის ქუჩებში დაყრას.
220–ადამიანი ახლა კლინიკაში რომ უნდა გადიოდეს კვლევას, ეგაც არავის გახსენებია.
ხო, შსს–მ ფოტოები გამოდო, როგორ გამოყავს სტიქიის ზონიდან ღამენათევი ადამიანები და არც ერთი პლედი მე არ დამინახავს და იქნება, თქვენ დაინახეთ? ადამიანები წუხელ მწერდნენ, სისხლი გვეყინებაო, ცალკე მეწყერის ყურებით, ცალკე ნერვიულობით, ცალკე სიცივითო…
და ვიღაცეები პოსტავენ, ვერტმფრენებს ასე უცებ როგორ იყიდდენო…
ხო, ასე უცებ 2012 წლიდან 2023 წლამდე რანაირად იყიდნენ?
თბილისი რომ დაიტბორა და სახურავზე ელოდებოდა ვერტმფრენს გადარჩენილი გოგო და ისე დაიღუპა, ვერტმფრენი არ გაუშვეს, მაგის მერე ვერტმფრენის ყიდვა რატომაა საჩქარო, აბა, რატომო…
ღარიბი ქვეყანა ვართო…
მაგრამ ღარიბი ქვეყნის პრემიერს და მის ცოლს, ძვირადღირებული სამოსი უნდა ებუროს, აბა, სხვა როგორ ეკარებათო.
რითი იყიდესო?
უი, ბოდიში, გაწვიმდაო.
და დილით რომ გაწვიმებულიყო, ესე იგი, ვერც იმ 152 ადამიანს გამოიყვანდნენ?
მადლობა, დილით არ წვიმდაო.
რას ჰგავს ახლა ეს ხომ ხვდებით?
და ამის “გაპრავება” რის ჭამას ჰგავს, ეგაც ხომ იცით გულში?”
თეგები: თამო კეშელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved