ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.
ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ამ დროისთვის [12:11] ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.
კომენტარები