• რეკლამა
  • კონტაქტი
12:20, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვცდილობთ, მივიდეთ კოტეჯებამდე, იქ მეტია შანსია, დაკარგული მოქალაქეები იყვნენ” – არსებობს თუ არა მეწყერის გამეორების რისკი?

ალია ავტორი - ალია
02:28 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მერაბ გამყრელიძე, იმედის ეთერში, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას, ამბობს:

“დაახლოებით სამ მილიონ კუბამდე მასაა ჩამოსული. იქ ტექნიკა მუშაობს ორი ერთეული სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მეტი შეუძლებელია. ცდილობენ გზის გაწმენდას, რომ მივიდეთ ე.წ. კოტეჯებამდე, რადგან იქ მეტი შანსია, რომ დაკარგული მოქალაქეები იყვნენ. მაშველები ცდილობენ შეძლებისდაგვარად მოახდინონ იმ ლოკაციების შესწავლა, სადაც შემოდის შეტყობინებები, რომ შეიძლება იყვნენ დაკარგული მოქალაქეები. ასე რომ სამუშაოები არ ჩერდება.

სტიქიის შედეგები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის დიდი ნაწილი, სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოცულია. მიდის შესწავლა საიდან იწყება ეს სტიქია და გარკვეული პრევენციების ჩატარება რომ გამეორებას არ ჰქონდეს ადგილი. [რისკების] გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ გეოლოგების ჯგუფი მუშაობს, ხვალ დილიდან კიდევ გააგრძელებენ შესაბამის შესწავლას და გამორიცხვით, ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, სულ რაღაც 6-7 საათია გასული სტიქიიდან და ყველა მხრივ მიმდინარეობს ყველა საკითხის შესწავლა.”

მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მათ ნაწილთან იმყოფებიან პოლიციის ქვედანაყოფები და სამაშველო სამსახურები. მათი დაახლოებით ნახევარი მოზარდია.

“ატანილია პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი დაყოვნება და როგორც კი ფრენის საშუალება იქნება, გამოვიყვანთ ვერტმფრენის მეშვეობით ქალაქ ონში. შეტყობინებების საფუძველზე ვიცით, რომ დაახლოებით 50 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან ახლობლები და ჩვენც ჩართული ვართ მათ მოძიებაში. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. ამოქმედდა ცხელი ხაზიც”– განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

“ხალხს ცივა აქ და წამოიღეთ საწვიმრები, გამეყინა სისხლი, რო მაცდევინეთ, მიმაღწევინეთ დილამდე” – რა ხდება შოვში

თეგები: რაჭა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved