• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას წერს ბულგარული პრესა საქართველოს მთავრობაზე?

ალია ავტორი - ალია
13:45 04-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შესახებ ამჯერად ბულგარული პრესა წერს.

გამოცემა „24chasa“- წერს, რომ „Foreign Policy”-ს მიერ საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სამაგალითო ქვეყნების სიაში, COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის მხრივ, რადგანაც ქვეყანაში პრევენციული ზომების გატარება ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე დაიწყეს“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, “Emerging Europe”-ის მიხედვით, ეპიდემიასთან წარმატებული გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საქართველოში არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მისი წევრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტის მუშაობა. სპეციალიზირებული ლაბორატორია იძლევა არა მხოლოდ სწრაფი ტესტირების, არამედ ვირუსის წყაროს დადგენის შესაძლებლობას.

„5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ღებულობენ უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იქ 14 დღიან კარანტინს გადიან. სასტუმროში დაბინავება ითვალისწინებს სამჯერად კვებას და ყოველივე ეს სახელმწიფოს მიერ არის გადახდილი. ამ წუთისთვის ქვეყანაში 13 000 მოქალაქემდე იმყოფება კარანტინში. სასტუმროების უმეტესობა საერთაშორისო კომპანიათა ქსელების წევრებია, თუმცა ბუტიკური ტიპის ადგილობრივი სასტუმროებიც არიან ჩართულნი, რომლებიც მომსახურების მაღალ დონეს სთავაზობენ მოქალაქეებს. სასტუმროები, რომლებიც იღებენ მოქალაქეებს კარანტინისთვის არის როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, როგორც, მაგალითად, ბათუმსა და წინანდალში. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სპეციალური საბჭო შეკრიბა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ირანთან მიმოსვლის შეჩერებასან დაკავშირებით. მეორე შემთხვევის დაფიქსირებისას შეწყდა მიმოსვლა იტალიასთან, ხოლო მესამე შემთხვევისას – 29 თებერვალს, საქართველომ დახურა საკუთარი საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. დახურულია, ასევე, სასწავლო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მიღებულია მკაცრი დამცავი ზომები, როგორიცაა, მაგ., კომენდანტის საათის შემოღება“ – წერს გამოცემა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ნახევარ მილიარდ ევრომდე თანხას გამოყოფს კრიზისთან და მის შედეგებთან საბრძოლველად, ხოლო მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გაცემაზე გასცა თანხმობა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა 20 მილიონი ევროთი დაეხმარება საქართველოს, უკვე გამოყოფილ 70 მილიონ ევროზე დამატებით, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე იყო გათვლილი, მაგრამ მოხმარდება კრიზისთან ბრძოლას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved