• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სელფი მობაილმა Nokia -სთან 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვაზე მოცულობითი ხელშეკრულება გააფორმა, რაც სელფის მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტს და დაფარვას უზრუნველყოფს

ალია ავტორი - ალია
14:49 08-01-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
704

1 აგვისტო, თბილისი – სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, დღეს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვას ეხება.

შეთანხმების მიხედვით, Nokia არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. ახალი სადგურები უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას. Nokia სელფის მოწყობილობებს მისი ყოვლისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან მიაწოდებს, რომელიც ენერგოეფექტური ReefShark System-on-Chip (SoC) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება Nokia-ს უახლესი თაობის AirScale Baseband-სა და დისტანციური რადიოს ხელმძღვანელის (RRH) პროდუქტებსა და Nokia-ს ჭკვიან MantaRay ქსელის მართვის სისტემაზე წვდომას მოიცავს, რაც კომპანიას, AI ფუნქციონალის გამოყენებით, ქსელის კონსოლიდირებული ხედვით და გაუმეჯობესებული მონიტორინგით უზრუნველყოფს. საქართველოში 5G ქსელის აუქციონის დასრულების შემდგომ კი Nokia ახალ 5G (3.5 GHz) საბაზო სადგურებსაც დანერგავს.

ხსენებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, სელფის მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება უკვე 2023 წლის ნოემბერში იგეგმება.

„უაღრესად მოხარული ვარ გაცნობოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების თაობაზე მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან. ეს გარიგება უზრუნველყოფს ქსელის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რასაც ჩვენი მომხმარებელი ასე ელოდა. დღეს გაფომრებული ხელშეკრულების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდება დაფარვის ხარისხი, მომხმარებელს ექნება ინტერნეტის მაღალი სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქსელის შესაძლებლობები მოერგება დატა ტრაფიკზე მზარდ მოთხოვნას. ეს შეთანხმება ასევე არის მზადება 5G ქსელის განვითარებისთვის.

Nokia-სთან ჩვენმა მრავალწლიანმა პარტნიორობამ და კომპანიის ძლიერმა ქსელური აღჭურვილობის პორტფოლიომ, გაგვიადვილა Nokia-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გადაწყვეტილების მიღება,“ – განაცხადა ვასილ ბერიშვილმა, სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა.

„დღევანდელი დღე არის CBS ჯგუფის დაპირების შესრულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მიმდინარე წლის აპრილში, ახალი ბრენდის წარდგენისას, ჩვენ აღვუთქვით სელფის 1.45 მლნ მომხმარებელს, რომ CBS-ი წელსვე განახორციელებდა ინვესტიციებს სელფის ქსელის მდგრადობის, ხარისხიანობისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორც იცით, ამავე საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში, უკვე შედგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება ქართულ ბაზარზე, რომლის შედეგადაც, სელფის სახით, ჩამოყალიბდა სრულად ქართული მობილური ოპერატორი და შეიქმნა სრულიად ახალი, ქართული ბრენდი. ახლა უკვე 5G ტექნოლოგიის სამომავლო განვითარების პერსპექტივით, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთსო მობილური კავშირის უზრუნველყოფისთვის, განაგრძობს მუშაობას. მინდა მადლობა ვუთხრა სელფისა და Nokia -ს გუნდებს იმ ერთობლივი წარმატებული ძალისხმევისათვის, რისი შედეგიც
დღეს გაფორმებული ხელშეკრულებაა,“ -განაცხადა თამარ გახარიამ, CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა.

„სელფი მობაილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დიდი ხნის კლიენტია. ჩვენ ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო გავაღრმავოთ კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობა, როგორც მისი არსებული ქსელის პორტფოლიოს გაუმჯობესებით, ასევე 5G ქსელის დანერგვისთვის საფუძველის ჩაყრით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პროექტის დასრულებას და იმ პოზოტიური შედეგების ნახვას, რაც მას სელფის მომხმარებლებზე ექნება,“ – განაცხადა დემეტრიო რუსსომ, ნოკიის ვიცე-პრეზიდენტმა თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

თეგები: 5GNokiaსელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved