• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თურქეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
13:08 07-31-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

თურქეთის ქალაქ სინოპში მცხოვრები ქართველებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ქართული ლიტერატურით ინტერესდება, თიბისის მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართული წიგნების სივრცე გაიხსნა.

თურქეთში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის მიზანი მსურველთათვის სხვადასხვა ქართველი მწერლის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობა და ჩვენიკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. მკითხველს, ბიბლიოთეკის სივრცეში,თანამედროვე ქართველი მწერლების, სხვადასხვა ჟანრის პროზისა და პოეზიისა, აგრეთვე საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

სინოპში ბიბლიოთეკის გახსნას წინ უძღოდა, ა.წ. 23 მაისს,თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, ქართული ბიბლიოთეკების გახსნა, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი.

„თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხელი შევუწყოთ საქართველოსთან კავშირების გაძლიერების პროცესში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვარგარეთ კიდევ ერთი ქართული კულტურულ-შემეცნებითი სივრცე გაჩნდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას შეუწყობს ხელს“. – მარიამ თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved