რუსთაველ გოგოს ტიკტოკზე დაემუქრნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ინფორუსთავის” ცნობით, სოციალურ ქსელ ტიკტოკში 40 წლამდე ასაკის კაცი 35 წლამდე ასაკის ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
სამართალდამცველებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები