[დავით] დარჩიაშვილი თვითონ არის სახე „ნაციონალური მოძრაობის”, მისი ეს პოსტი სამარცხვინოა და წარმოადგენს ზუსტად „ნაცმოძრაობას”, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკასთან” განაცხადა.
„როცა ჯაშუშებზე ლაპარაკობენ, ჯაშუშობის აღიარება კბილების და ძალის დამტვრევით კი არ უნდა მიიღო, ვინც ეჭვმიტანილია უნდა დაულაგო წინ ფაქტები, როინ შავაძეზე ხელახალი გამოძიებით დამტკიცდა, რომ ფაქტები არ არსებობს. იქამდე მივიდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე მერამდენედ ასწავლიან იურისპრუდენციას, ეს ხალხი არ იცვლება. დარჩიაშვილი თვითონ არის სახე „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ეს პოსტი სამარცხვინოა და წარმოადგენს ზუსტად „ნაცმოძრაობას””, – აცხადებს სალუქვაძე.
დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა”.
კომენტარები