საბერძნეთის დასავლეთით, ელისის რაიონში, ტყის ხანძრის ახალი, ძლიერი კერა გაჩნდა, რის გამოც ოთხი სოფლის მცხოვრებლებს ევაკუაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ტყის ხანძრები საბერძნეთში 2 კვირაზე მეტია გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, 2 000-მდე ადამიანი გაიყვანეს კუნძულ როდოსიდან. ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სხვა კუნძულებზეც.
ათენის ობსერვატორიის ინფორმაციით, ხანძრების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, დაიწვა თითქმის 50 000 ჰექტარი ტყე.
კომენტარები