• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

ალია ავტორი - ალია
12:44 07-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებელს აქვეყნებს.  მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია აივ ინფექციის/შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებლები.

2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 შეადგინა, რაც 16.4%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779-ით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს შიდსით დაავადების 530 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, შიდსით დაავადების ყველაზე ბევრი, 719 ახალი შემთხვევა, 2016 წელს იყო აღწერილი.

რაც შეეხება ტუბერკულოზს, 2022 წელს მოსახლეობის ავადობა 7 ერთეულით გაიზარდა და 1,654 ერთეული შეადგინა. თუმცა, 3,5%-ით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათწლიან პერიოდში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა და იგი 4,318-ს შეადგენდა.

აივ ინფექციის/შიდსის უფრო ფართოდ გავრცელების რისკებზე წარსულში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმაც ისაუბრა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთიდან საქართველოში ადამიანების მასობრივი შემოსვლის ფონზე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved