• რეკლამა
  • კონტაქტი
12:35, სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რადამ მანდატი ჩამოართვა დეპუტატს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ისვენებდა

ალია ავტორი - ალია
19:18 07-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

უკრაინის უმაღლესმა რადამ პარტია ხალხის მსახურის დეპუტატ იური არისტოვს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ატარებდა შვებულებას, უფლებამოსილება შეუწყვიტა.

როგორც რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თქვა, არისტოვისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოძიების თანახმად, დეპუტატი სამდღიანი მივლინებით გაემგზავრა პოლონეთში, ხოლო მოგვიანებით ავადმყოფობა მოიმიზეზა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდში იმყოფებოდა დეპუტატი მალდივებზე, სადაც ოჯახთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა.

არისტოვზე სისხლის სამართლის საქმე გაყალბების მუხლით აღიძრა. დეპუტატის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგად აღმოჩენილ იქნა ცრუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია გამგზავრების თარიღის, მიზნისა და მიმართულების შესახებ, ასევე ამოიღეს პასპორტი, რომელიც ადასტურებდა მის მალდივებზე მოგზაურობას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკინ გააკრიტიკა კორუფცია და ოფიციალური პირები, რომლებიც ომის დროს პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

“ნებისმიერი შიდა ღალატი, ნებისმიერი “სანაპირო” ან ნებისმიერი პირადული სარგებელი უკრაინის ინტერესების სანაცვლოდ, სულ მცირე რისხვას, გაბრაზებას იწვევს. დაიმახსოვრეთ ეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

2023 წლის იანვარში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ ოფიციალურ პირებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდში საჯარო მოხელეებს უკრაინის ფარგლებს გარეთ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებით შეუძლიათ გამგზავრება.

თეგები: რადა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved