• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პლაქვენილის გამოყენება მაღალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება – სამედიცინო სკანდალი

ალია ავტორი - ალია
03:21 04-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ პრეპარატი სახელად “ჰიდროქსიქლოროქინი” (“პლაქვენილი”) არათუ არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, არამედ ის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთანაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს. კვლევის წინასწარი შედეგები ამ კვირაში შეერთებული შტატების ვეტერანთა დეპარტამენტმა და სამეცნიერო მკვლევარების აკადემიურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.

მეცნიერები 368 მამაკაც პაციენტს აკვირდებოდნენ. პაციენტების ერთ ნაწილს მკურნალობისთვის “ჰიდროქსიქლოროქინს” აძლევდნენ, პრეპარატს, რომელიც აქამდე მალარიის და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. მეორე ნაწილს, იგივე პრეპარატს ანტიბიოტიკ “აზითრომიცინთან” კომბინაციაში ასმევდნენ.

მათ შორის, ვისაც მალარიის საწინააღმდეგო წამალს აძლევდნენ, 27% გარდაიცვალა. იმათში, კი ვისაც პრეპარატს ანტიბიოტიკთან ერთად აძლევდნენ, 22% გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვისაც არც “ჰიდროქსიქლოროქინი” მისცეს და არც სხვა რაიმე პრეპარატი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევას გარკვეული ლიმიტები აქვს. ის არ იყო რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) და პლაცებო-კონტროლირებული, რაც პრეპარატების ეფექტურობის დამადასტურებელ სამეცნიერო სტანდარტად ითვლება. ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ პრეპარატების ფართოდ დანერგვამდე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებს.

ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებად “ჰიდროქსილქლოროქინის” და “ქლოროქინის” გამოყენების ნებართვა ამა წლის მარტში გასცა საგანგებო ავტორიზაციის გზით და არა დამტკიცების ტრადიციული წესით, მრავალწლიანი პროცესის გავლის შემდეგ.

აღნიშნული პრეპარატები ბევრი საავადმყოფოს მკურნალობის შიდაგანაწესშია (პროტოკოლში) შესული, როგორც მალარიასთან და აუტოიმუნურ დაავადებებთან ბრძოლის, ასევე ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალება. “ჰიდროქსილქლოროქინს” (პლაქვენილი) დღეს ამერიკაში ათასობით პაციენტს ისე ასმევენ, რომ კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ არის

ამერიკის ხმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved