• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებისთვის თბილისში სანქციები მკაცრდება

ალია ავტორი - ალია
12:01 07-26-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

23:00 სა­ა­თის შემ­დეგ ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის თბი­ლი­სის მე­რია სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას გეგ­მავს.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია.

“ფაქ­ტია, რომ ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი სან­ქცი­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად უშე­დე­გოა, არ წარ­მო­ად­გენს არა­ნა­ირ ბერ­კეტს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ობი­ექ­ტე­ბი [რეს­ტორ­ნე­ბი, კაფე-ბა­რე­ბი…] კვლავ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ კა­ნონს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს. რა თქმა უნდა, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდა, თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა ხმა­უ­რის გა­და­მე­ტე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­ში.

ადა­მი­ა­ნებს აქვთ სურ­ვი­ლი და­ის­ვე­ნონ, გა­ნიტ­ვირ­თონ და კონ­კრე­ტულ უბ­ნებ­ში, კონ­კრე­ტულ სივ­რცე­ებ­ში არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ხმა­უ­რის გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია მოქ­მე­დებს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი არ წარ­მო­ად­გენს არა­ნა­ირ ბერ­კეტს. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბიზ­ნესს არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით და ხელს არა­ვის ვუშ­ლით, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ეს ხმა­უ­რი, რო­მე­ლიც ღა­მის სა­ა­თებ­ში მათ­თვის უდი­დეს პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, უნდა იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბა პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ზი­კუ­რი პირი და­ჯა­რიმ­დე­ბა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პირი და­ჯა­რიმ­დე­ბა 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მე­სა­მე და ყო­ველ მომ­დევ­ნო დარ­ღვე­ვა­ზე ფი­ზი­კუ­რი პირი და­ჯა­რიმ­დე­ბა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პირი 10 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან, მათ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი. იმე­დი მაქვს, კა­ნონპ­რო­ექტს ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა, რათა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­როთ, მათ კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვთ 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ და­ის­ვე­ნონ, გა­ნიტ­ვირ­თონ“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved