10 წლის რამაზ ველთაურს საკმაოდ რთული დიაგნოზი დაუსვეს და საზოგადოების დახმარება სჭირდება.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.
“მეგობრებო, რამაზი 3 ივნისს კომატოზურ მდგომარეობაში შევიყვანეთ რეანმობილით ჯეო ჰოსპიტალსში, გამოკვლევებმა აჩვენა რომ თავში დაგროვილი ჰქონდა სითხე და სასწრაფოდ გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, სითხის გამოტუმბვის შემდეგ გამოჩნდა წამონაზარდი რომელიც ტვინის მარჯვენა პარკუჭში მდებარეობდა ეს არის დიფუზური გლიომა (ჰიდროცეფალია) თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ზის თვალების ნერვების შეერთების ადგილას) 5 ივნისს გაკეთდა მეორე გადაუდებელი ოპერაცია ამოიკვეთა გლიომა.
ოპერაციის შემდეგ რამაზის დაუზიანდა ფეხი ხელი და სახის მარჯვენა მხარე. საქართველოში ჩატარებული კვლევებმა (ბიოფსიამ) აჩვენა რომ კიდევ საკვლევია ეს მასალა. 20 ივლის გადაყვანილი იქნა თურქეთში აჯიბადემის კლინიკაში, ტრანსპორტირება მოხდა რეანმობილით(2900აშშ დოლარი). კლინიკამ გამოკვლევისთვის 19 000 აშშ დოლარი ითხოვა გადახდილი მაქვს მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი.
აქ გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენა რომ საქართველოში გაკეთებული შუნტი არ მუშაობს და სასწრაფოდ საჭიროებს ახალი შუნტის ჩადგმა და მიმართულების მიცემას რაც (28.910 აშშ დოლარი ჯდება) ხვალ გაირკვევა ოპერაციის დეტალები ზუსტად. რაც შეეხება დაფინანსებას ყველანაირად ვცდილობთ მალე მოვახდინოთ რეაგირება მაგრამ დრო სჭირდება, ახლა ჩვენთვის ყოველ წამი გადამწყვეტია თუ ეს ოპერაცია არ ჩატარდა რამდენიმე დღეში დაეწყება (გულის რევა და მაღალი სიცხეები). ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს გვერდში დგომისთვის.
ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს რამაზიკოსთვის ვიბრძოლო ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თიბისის ანგარიში: #GE02TB7164245068100014 საქართველოს ანგარიში: #GE38BG0000000538085025
კომენტარები